NBA. რეგულარული ჩემპიონატი: უესტბრუკის ბოლო წამი

AutoSharing Option
"ბრუკლინის" შემადგენლობაში ძირითადი ცენტრის - ბრუკ ლოპესის დაბრუნებამ ვერ უშველა სერიოზულ კრიზისში მყოფ ჯეისონ კიდის გუნდს.

ლოპესმა 16 ქულა დააგროვა, სამაგიეროდ, ნიუიორკელთა ლაზარეთი, რომელშიც კვლავაც იმყოფებიან დერონ უილიამსი, ჯეისონ ტერი და ანდრეი კირილენკო, პოლ პირსმა შეავსო. ამ ყველაფრის შედეგი იყო მორიგი მარცხი, ამჯერად, "ჰიუსტონის" წინააღმდეგ. "რაკეტებმა" 14 მატჩამდე აიყვანეს "ნეტსთან" მოგებათა სერია და სეზონის რეკორდი დაამყარეს ერთ მატჩში რეალიზებული სამქულიანების რაოდენობით (32-დან 19).

განსაკუთრებით კარგად შორიდან ჩენდლერ პარსონსი და ფრან გარსია ისროდნენ - 6-დან 6 და 7-დან 5 შესაბამისად. სტუმრები
კი მხოლოდ მოგებულ მეოთხე მეოთხედს (33:22) თუ ჩაიწერენ აქტივში, რაც მირზა ტელეტოვიჩისა და ტაიშონ ტეილორის დამსახურებაა. თუმცა საბოლოო ანგარიში (114:95) "ბრუკლინის" უსუსურობას უსვამს ხაზს.

"ნეტს" თავი შეუძლია იმით დაიმშვიდოს, რომ კიდევ უფრო უარესი მდგომარეობა აქვს თანაქალაქელ "ნეტსს". შაბათს, "დენვერთან" (95:97) წაგების შემდეგ, "ნიუ იორკის" მდგომარეობა კატასტროფულია - 3 მოგება და 12 მარცხი. თანაც, კარმელო ენტონის გუნდი უკვე რვა შეხვედრაა გამარჯვებას ვერ ახერხებს. სწორედ კარმელოს შეეძლო ამ შავი სერიის შეწყვეტა, მაგრამ სირენასთან ერთად ნასროლი შორეული ტყორცნა მიზანს აცდა. ამ აცილებამ განსაკუთრებული სიამოვნება მიანიჭა "დენვერის" გულშემატკივრებს, რომლებმაც, ტრადიციულად, "თბილი" დახვედრა მოუწყეს ფორვარდს. შეგახსენებთ, რომ ენტონი შვიდი წელი იცავდა "ნაგეტსის" ღირსებას.

* * *
სეზონში პირველი მატჩი ჩაატარა ტონი პარკერის გარეშე "სან ანტონიომ", თუმცა გრეგ პოპოვიჩის გუნდს ფრანგი გამთამაშებლის არყოფნა არ დასტყობია. "სპურსმა" ისევ დამაჯერებლად ითამაშა და ორლანდოში 16 მატჩში მე-14 გამარჯვება გაიფორმა - 109:91. "სან ანტონიოს" არც ერთ მოთამაშეს არ გაუტარებია მოედანზე 23 წუთზე მეტი, გადამწყვეტი გაქცევა კი სტუმრებმა მეორე მეოთხედის ბოლოს დაიწყეს და ის 17:0 დაასრულეს. პარკერის არყოფნაში ტექსასელთა რიგებში ლიდერის როლი ტიმ დანკანმა იტვირთა, რომელმაც თამაშიდან 13-ში რვა ტყორცნა ჩააგდო და ამას 9 მოხსნა დაუმატა.

* * *
დღის ცენტრალურ შეხვედრაში "ოკლაჰომამ" "გოლდენ სტეიტს" უმასპინძლა და ჩემპიონატის სტარტიდან მოყოლებული შინ ზედიზედ რვა გამარჯვებას მიაღწია. თუმცა ამისთვის მასპინძლებს ნამდვილი გმირობის ჩადენა დასჭირდათ. ოვერტაიმის ბოლოს, 110:112-ზე "ოკლაჰომამ" ორი შეცდომა დაუშვა: ჯერ კევინ დურანტმა ააცილა, შემდეგ სერჟ იბაკამ.

მაგრამ, ორივე შემთვევაში ფარიდან ბურთი "თანდერმა" მოხსნა და მას შემდეგ, რაც ტაბო სეფოლოშამ თითქმის აუტში გადასული ბურთი მოედანზე დატოვა და რასელ უესტბურკს მიაწოდა, სწორედ ამ დროს შესრულდა გადამრჩენი ზუსტი ტყორცნა. სროლის წინ, "ოკლაჰომას" სუპერგამთამაშებელმა მოასწრო სამწამიანის ხაზის გარეთ გასვლა, შემობრუნება და სროლა. როგორც ვიდეოჩანაწერმა აჩვენა, ბურთი კალათში საფინალო სირენამდე 0.1 წამით ადრე ჩავარდა.

29 ნოემბერი
შარლოტი-მილუოკი 92:76
24:20, 27:21, 20:18, 21:17
შ: ელ ჯეფერსონი (23+12 მოხსნა), ჰენდერსონი (19)
მ: ნაითი (17).

ორლანდო-სან ანტონიო 91:109
24:29, 21:34, 25:18, 21:28
ო: აფლალო (17), ოლადიპო (15).
ს-ა: დანკანი (19), ეირისი (19).

ტორონტო-მაიამი 91:109
22:27, 21:30, 27:21, 13:12
ტ: დეროზანი (25), გეი (21+11 მოხსნა), ლოური (15).
მ: ჯეიმსი (27), უეიდი (22).

ატლანტა-დალასი 88:87
23:28, 16:25, 25:22, 24:12
ა: ტიგი (25), ჰორფორდი (17+12 მოხსნა), მილსეპი (15).
დ: კალდერონი (16), ნოვიცკი (16), მერიონი (15+12 მოხსნა), ბლეირი- (9+18 მოხსნა).

ბოსტონი-კლივლენდი 103:86
28:10, 27:29, 24:19, 24:28
ბ: ჯეფ გრინი (31), ბრედლი (21), ჯორ. კროუფორდი (11+11 მოხსნა+10 პასი).
კ: უეიტერსი (21), ირვინგი (17), ვარეჟაო (10+12 მოხსნა).

დეტროიტი-ლეიკერსი 102:106
32:31, 23:25, 32:21, 15:29
დ: სტაკი (22), ჯენინგსი (19), მონრო (19), დრამონდი (13+11 მოხსნა), ჯოშ სმიტი (8+19 მოხსნა).
ლ: უ. ჯონსონი (27), შ. უილიამსი (20), პ. გასოლი (13+12 მოხსნა).

ჰიუსტონი-ბრუკლინი 114:95
33:17, 33:23, 26:22, 22:33
ჰ: პარსონსი (21), კასპი (16), გარსია (15).
ბ: ტელეტოვიჩი (18+13 მოხსნა), ტ. ტეილორი (16+12 პასი), მეისონ პლამლი (16), ბ. ლოპესი (16).

ინდიანა-ვაშინგტონი 93:73
28:14, 15:22, 26:20, 24:17
ი: ჯორჯი (23), სტივენსონი (7+11 მოხსნა+10 პასი).
ვ: გორტატი (17+10 მოხსნა).

ოკლაჰომა-გ. სტეიტი 113:112 (ო)
32:28, 22:23, 22:31, 28:22, 9:8
ო: უესტბრუკი (34), დურანტი (25+13 მოხსნა), იბაკა (18+13 მოხსნა).
გ-ს: კარი (32+11 მოხსნა), ბარნსი (26), ტომპსონი (16), ლი (10+12 მოხსნა).

ფილადელფია-ნ. ორლეანი 105:121
30:35, 25:26, 22:26, 28:34
ფ: როუტენი (24), ტერნერი (22), ტ. იანგი (15+12 მოხსნა), კარტერ-უილიამსი (10+10 პასი).
ნ-ო: ე. გორდონი (26), ე. დევისი (22+10 მოხსნა), ჰოლიდეი (20+13 პასი), რ. ანდერსონი (18), ტ. ევანსი (16).

დენვერი-ნიუ იორკი 97:95
30:20, 21:25, 24:22, 22:28
დ: ლოუსონი (22), ფოიე (17), ნ. რობინსონი (16), ჰიქსონი (13+11 მოხსნა).
ნ-ი: ენტონი (27), ბარნიანი (22).

იუტა-ფინიქსი 101:112
33:31, 18:31, 27:33, 23:17
ი: მო უილიამსი (18), ბერქსი (16), ფეივორსი (15).
ფ: მორისი (23), ბლედსოუ (19), გ. დრაგიჩი (19), მაილზ პლამლი (15+10 მოხსნა).

საკრამენტო-კლიპერსი 98:104 (ო)
24:23, 21:27, 27:23, 22:21, 4:10
ს: კაზინსი (25).
კ: ჯამ. კროუფორდი (31+11 პასი), გრიფინი (21+12 მოხსნა), დ. კოლისონი (15), ჯორდანი (10+15 მოხსნა).

კობი პარასკევს დაიწყებს
ტრავმებით დაუძლურებულმა "ბრუკლინმა" პატარა სასწაული მოახდინა. მიუხედავად იმისა, რომ მემფისში პოლ პირსის გარეშე უწევდა თამაში, ჯეისონ კიდის გუნდმა მაინც მოიგო. ყველაზე გასაკვირის ის არის, რომ შესანიშნავად ითამაშა "ნეტსის" დაცვამ, რომელმაც პირველად ბოლო 13 მატჩში, მეტოქეს 90 ქულაზე მეტი არ დააგროვებინა.

ორმა კლუბმა შეწყვიტა თავისი ხანგრძლივი სერია: "სან ანტონიომ" ტონი პარკერის დაბრუნების მიუხედავად, საკუთარ მოედანზე წააგო "ჰიუსტონთან" - 106:112. აქამდე, "სპურსმა" ზედიზედ შვიდი საშინაო შეხვედა მოიგო. თავის მხრივ, "იუტამ" მეათე ცდიდან მოახერხა სტუმრად პირველი გამარჯვების მოპოვება - "ფინიქსს" მოუგო 112:104, რომელთანაც, წინა დღეს საკუთარი მოედანზე დამარცხდა.

თუმცა ამას სატურნირო მდგომარეობაზე გავლენა არ მოუხდენია: "სან ანტონიო" 14 მოგებითა და 3 წაგებით აგრძელებს დასავლეთში ლიდერობას, "იუტა" კი 3 მოგებითა და 15 წაგებით ბოლო ადგილზეა.

ამასობაში, თითქმის დაზუსტებულია ამ სეზონში "ლეიკერსის" ლიდერის კობი ბრაიანტის დებიუტის თარიღი. თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ვეტერანი სუპერვარსკვლავი უახლოეს პარასკევს, "საკრამენტო კინგზის" წინააღმდეგ გავა მოედანზე.

30 ნოემბერი
ვაშინგტონი-ატლანტა 108:101
28:20, 26:24, 25:26, 29:31
ვ: უოლი (26+12 პასი), არიზა (24), უებსტერი (19), ნენე (13+12 მოხსნა).
ა: მილსეპი (23+10 მოხსნა), ჰორფორდი (16), ტიგი (15).

კლივლენდი-ჩიკაგო 97:93
27:25, 29:26, 21:15, 20:27
კ: უეიტერსი (20), ე. ბაინუმი (20+10 მოხსნა), ირვინგი (19), ტ. ტომპსონი (14+14 მოხსნა).
ჩ: დენგი (27+11 პასი), სნელი (18), გიბსონი (18).

მემფისი-ბრუკლინი 88:97
19:24, 18:24, 28:25, 23:24
მ: პონდექსტერი (22), კონლი (16+10 პასი), კუფოსი (10+11 მოხსნა).
ბ: ჯო ჯონსონი (26), ბლეტჩი (21), ბ. ლოპესი (20).

მილუოკი-ბოსტონი 92:85
19:27, 28:14, 23:22, 22:22
მ: მაიო (22), ნაითი (20), ჰენსონი (13+13 მოხსნა).
ბ: სალინჯერი (21+14 მოხსნა), ჯეფ გრინი (18), ჯორ. კროუფორდი (18).

დალასი-მინესოტა 106:112
24:29, 23:25, 30:30, 29:28
დ: ელისი (26), ნოვიცკი (23).
მ: კევ. მარტინი (27), ლავი (21+11 მოხსნა), პეკოვიჩი (21).

სან ანტონიო-ჰიუსტონი 106:112
24:30, 22:27, 34:26, 26:29
ს-ა: ტ. პარკერი (27), დანკანი (20), ბელინელი (18).
ჰ: ჰარდენი (31), პარსონსი (25), ჰოვარდი (13+11 მოხსნა), ტ. ჯონსი (10+16 მოხსნა).

ფინიქსი-იუტა 104:112
23:28, 30:21, 24:29, 27:34
ფ: გ. დრაგიჩი (24), ფრაი (17).
ი: ბერკსი (20), რ. ჯეფერსონი (15).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ჯეისონ კიდის ეშმაკობა 50 ათას დოლარად
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული