NBA. რეგულარული ჩემპიონატი: წაუგებელი "ინდიანა" და გაცოცხლებული "ბოსტონი"

AutoSharing Option
ძალიან მძლავრად გამოიყურება რეგულარულ ჩემპიონატში "ინდიანა პეისერსი". ჩემპიონატის სტარტზე ცხრიდან ცხრა მოგება - საუკეთესო დასაწყისია კლუბის ისტორიაში და მხოლოდ მეშვიდე შემთხვევა NBA-ში ბოლო 13 წლის განმავლობაში.

ინდიანაპოლისელთა მორიგი მსხვერპლი გახდა "მემფისი". საინტერესოა, რომ მასპინძლების ძირითად ცენტრს, როი ჰიბერტს ამჯერად თამაში არ წაუვიდა, თუმცა პირველ მეოთხედში მან დიდი წვლილი შეიტანა გუნდის საბოლოო წარმატებაში, როცა ოთხჯერ დაუფარა მეტოქე კალათბურთელებს.

ერთ-ერთი ლიდერის ასეთი თამაშით გამხნევებული "ინდიანა" წინ გაიჭრა და უპირატესობა ბოლომდე არ გაუშვა ხელიდან. რაც შეეხება მატჩის მთავარი გმირის სტატუსს, ის ულაპარაკოდ ლენს
სტივენსონს ეკუთვნოდა, რომელმაც კარიერაში პირველი სამმაგი დუბლი შეასრულა: 13 ქულა, 12 პასი და 11 მოხსნა. თანაც, 34 წუთში მან მხოლოდ ერთი შეცდომა დაუშვა.

ყველაზე საოცარი კი ის არის, რომ სტივენსონი მეოთხე მოთამაშეა "ინდიანას" სასტარტო ხუთეულიდან, ვინც წელს სამმაგი დუბლი მიითვალა. ეს მხოლოდ პოლ ჯორჯს არ გაუკეთებია, რომელსაც ერთხელ ერთი პასი დააკლდა ტრიპლ-დაბლამდე.

* * *
სათამაშო დღის ყველაზე დაძაბული შეხვედრა ჰიუსტონში გაიმართა. "როკეტსმა" ორი ოვერტაიმის შემდეგ დაამარცხა "ტორონტო", იმის მიუხედავად, რომ გუნდის ძირითადმა გამთამაშებელმა მთლიანად ჩააგდო შეხვედრა და ვერც ორმაგმა ცენტრმა გაამართლა.

ჯერემი ლინი ვერ მოხვდა სასტარტო ხუთეულში, მაგრამ, საბოლოოდ, მატჩის მთავარი გმირი გახდა. პატრიკ ბევერლის, რომელმაც ლინი ძირითადიდან ამოაგდო, 0 ჩაგდება და 0 შედეგიანი პასი ჰქონდა 24 წუთში. გამთამაშებლის ფუნქციის საკუთარ თავზე აღება ჯეიმს ჰარდენს მოუწია და მან 10 შედეგიანი პასი დააგროვა, ჯერემი ლინმა კი 31 ქულას მოუყარა თავი.

მეოთხე მეოთხედის ბოლოს, კანადელთა მოულოდნელი, 18:4 გაქცევის შემდეგ, ორივე გუნდს ჰქონდა ძირითად დროში მოგების შანსი, მაგრამ ჯერ რუდი გეიმ ააცილა, შემდეგ ჰარდენმა. ერთი ოვერტაიმი საკმარისი არ აღმოჩნდა გამარჯვებულის გამოსავლენად: გეიმ სირენამდე 0.9 წამით ადრე ჩააგდო სამქულიანი.

მაგრამ მეორე ოვერტაიმში "ჰიუსტონმა" მაინც მოახერხა საქმის ბოლომდე მიყვანა. ამ მატჩის ყველაზე გასაოცარი სტატისტიკური მონაცემი ის არის, რომ "რეპტორზმა" წააგო თამაში, იმის მიუხედავად, რომ 30-ით (!) მეტი ტყორცნა შეასრულა - 114 (!!!) ცდიდან მხოლოდ 38 მოათავსა კალათში.

* * *
მას შემდეგ, რაც "ბოსტონმა" ჩემპიონატი ზედიზედ ოთხი წაგებით დაიწყო, ყველას ეგონა, რომ ეს გუნდი აუტსაიდერის როლისთვის იყო განწირული და მხოლოდ მომავალ დრაფტზე კარგი ნომრის მიღებისთვის იზრუნებდა, მაგრამ, მოულოდნელად, "სელტიქსმა" ზედიზედ ოთხმატჩიანი მოგებათა სერია გამოაცხო.

"ორლანდოზე" გამარჯვება ძალიან დამაჯერებელი იყო. ერთბაშად შვიდმა ბოსტონელმა მოაგროვა მინიმუმ ათი ქულა, გუნდის ახალგაზრდებმა კი საუკეთესოდ წარმოაჩინეს საკუთარი თავი. კელი ოლინიკმა, ჯარედ სალინჯერმა, ეივერი ბრედლის და ჯორდან კროუფორდმა განსაკუთრებული შექება დაიმსახურეს მთავარ მწვრთნელ ბრედ სტივენსისგან.

საყოველთაო აღიარებით, რაჟონ რონდოს არყოფნაში "ბოსტონი" ბურთის გათამაშებისას სუსტია, მაგრამ აღნიშნულ შეხვედრაში ბრედლისა და კროუფორდის დუეტი ძალიან კარგად გამოიყურებოდა. ნომინალური გამთამაშებელი ბრედლი დაცვაში ბრწყინავდა და შეტევაში შესაშური სიზუსტით მოქმედებდა (15-დან 10 ჩაგდება), ხოლო ფორმალურად მეორე ნომერი კროუფორდი კარგი იყო თამაშის ორგანიზებისას: მის ანგარიშზე 10 შედეგიანი პასი მოდის.

* * *
"სან ანტონიო" ბოლო შვიდი დღის განმავლობაში მეხუთე მატჩს ატარებდა, ამიტომაც სამწვრთნელო შტაბმა დასვენების საშუალება მისცა ტიმ დანკანს. "სპურსმა" ყურადღება არ მიაქცია არც მძიმე გრაფიკს და არც ვეტერანი ლიდერის არყოფნას და ყოველგვარი ინტრიგის გარეშე დაამარცხა სტუმრად "ფილადელფია".

"სიქსერზმა" ვერაფერი მოუხერხა სამქულიანი ხაზიდან მეტოქის შეტევებს. ტონი პარკერი მაღალ სიჩქარეზე არღვევდა მასპინძელთა დაცვას, შეიჭრებოდა სამწამიანში და იქიდან უკან აკეთებდა პასს პერიმეტრზე მყოფი თავისუფალი პარტნიორის მიმართულებით. სამქულიანების გამოყენების პროცენტით ტექსასელებს ყველაფერი წესრიგში ჰქონდათ - 28-დან 13 ზუსტი შორეული ტყორცნა.

შარლოტი-ატლანტა 94:103
29:26, 25:20, 16:34, 24:23
შ: მაკრობერტსი (19+7 პასი), კიდ-გილკრისტი (16), უოკერი (12), ჰენდერსონი (11), ჯეფერსონი (10+7 მოხსნა), სეშენსი (10), ტეილორი (10).
ა: ჰორფორდი (24), მარტინი (16), ტიგი (14+12 პასი), კორვერი (11), კეროლი (5+10 მოხსნა).

ინდიანა-მემფისი 95:79
23:16, 23:23, 26:16, 23:24
ი: ჯორჯი (23+7 მოხსნა), სტივენსონი (13+12 პასი+11 მოხსნა), ჰილი (13), სკოლა (12), უესტი (10), სთმნსმ (10).
მ: გასოლი (15), რენდოლფი (12), კონლი (11).

ფილადელფია-სან ანტონიო 85:109
13:31, 25:26, 26:26, 21:26
ფ: ტერნერი (20), ჰოიესი (17+13 მოხსნა), როტენი (13).
ს-ა: გრინი (18+7 მოხსნა), პარკერი (14+9 პასი), ლეონარდი (13+8 მოხსნა), ბელინელი (12), სპლიტერი (11), მილსი (10+4 ჩაჭრა).

ბოსტონი-ორლანდო 120:105
31:25, 28:25, 28:24, 33:31
ბ: ბრედლი (24+3 ჩაჭრა), კროუფორდი (16+10 პასი), ოლინიკი (16+7 მოხსნა), გრინი (16), სალინჯერი (14), ლი (12), ბასი (10).
ო: აფლალო (18+7 პასი), ოლადიპო (17), ვუევიჩი (15+10 მოხსნა+3 ჩაჭრა), ჰარკლესი (12), მური (11), ნელსონი (10), მაქსიელი (10).

ჩიკაგო-კლივლენდი 96:81
20:17, 25:19, 19:24, 32:21
ჩ: ბუზერი (17+7 მოხსნა), როუზი (16+7 პასი), დანლივი (15), დენგი (12), ბატლერი (11), ნოა (10+3 ჩაჭრა).
კ: ირვინგი (16), ტომპსონი (14+13 მოხსნა), უეიტერსი (13), ბაინუმი (11).

ჰიუსტონი-ტორონტო 110:104 (2ო)
24:20, 23:13, 24:29, 16:25, 8:8, 15:9
ჰ: ლინი (31), ჰარდენი (26+10 პასი+3 ჩაჭრა), პარსონსი (18), ჰოვარდი (18+24 მოხსნა+5 დაფარება), ჯონსი (7+10 მოხსნა+4 დაფარება).
ტ: გეი (29+10 მოხსნა+4 ჩაჭრა), დეროზანი (22+4 ჩაჭრა), ლოური (16), ვალანჩუნასი (10+13 მოხსნა), ჯონსონი (10+11 მოხსნა).

იუტა-დენვერი 81:100
26:20, 19:26, 23:24, 13:30
ი: ჰეივორდი (22), ფარიდი (21+13 მოხსნა+3 დაფარება), კანტერი (12).
დ: ლოუსონი (17+10 პასი), ფარიდი (15+13 მოხსნა), მილერი (15), ჰიქსონი (14+9 მოხსნა), მოზგოვი (10).

პორტლენდი-დეტროიტი 109:103
34:30, 24:25, 25:23, 26:25
პ: ლილარდი (25), ოლდრიჯი (18+12 მოხსნა), ლოპესი (17+10 მოხსნა), უილიამსი (17), ბატუმი (12+8 პასი), რაიტი (11).
დ: ჯენინგსი (28+3 ჩაჭრა), მონრო (19+8 მოხსნა), დრამონდი (16+16 მოხსნა), სტაკი (13), სმიტი (11).

კლიპერსი-მინესოტა 109:107
23:26, 36:32, 26:22, 24:27
კ: გრიფინი (25+10 მოხსნა), პოლი (21+11 პასი+4 ჩაჭრა), კროუფორდი (18+6 პასი), ჯორდანი (14+11 მოხსნა).
მ: მარტინი (30), პეკოვიჩი (25+10 მოხსნა), ლავი (23+19 მოხსნა+7 პასი), რუბიო (5+10 პასი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: კვირის მოთამაშეები - პოლ ჯორჯი და მარკიფ მორისი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული