"ბრუკლინს" ჯერემი ლინი მთელი სეზონით დააკლდება

AutoSharing Option
"ბრუკლინის" მცველი ჯერემი ლინი მთლიანად გამოტოვებს ახალ სეზონს ტრავმის გამო, - იტყობინება NBA-ის პრესსამსახური.

კალათბურთელმა რეგულარული ჩემპიონატის პირველივე მატჩში მიიღო დაზიანება, კერძოდ, მუხლის მყესები გაიწყვიტა.

გასულ სეზონში ლინმა 36 მატჩი ჩაატარა რეგულარულ ჩემპიონატში და საშუალოდ, 14.5 ქულა, 5.1 პასი და 3.8 მოხსნა დააგროვა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული