დენის როდმანი: ჩვენს დროში ლებრონი საშუალო დონის კალათბურთელი იქნებოდა

AutoSharing Option
"ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ლიდერი კობი ბრაიანტი ახალი კონტრაქტის გაფორმებასა და კარიერის გახანგრძლივებაზე ფიქრობს. არადა, ადრე "შავმა მამბამ" არაერთხელ განაცხადა იმის შესახებ, რომ მიმდინარე კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ (2013-14 წლების სეზონის ბოლო) კარიერას დაასრულებდა.

"ტიმ დანკანმა შეიძლება მოიგოს მეხუთე ტიტული და დამეწიოს? მაშინ ჩემი ამოცანა იქნება ხუთ ბეჭედზე მეტის მოგება. თუ ტიმი თავისას მიაღწევს, იმედია, "ლეიკერსის" ხელმძღვანელები უფრო მეტად მოინდომებენ შემადგენლობის გაძლიერებას და კონკურენტუნარიანები ვიქნებით როგორც მომდევნო წელს, ასევე 2014-15 წლების სეზონში", - ამბობს ბრაიანტი "ლოს ანჯელეს თაიმსისთვის" მიცემულ კომენტარში.

* * *
"ჩიკაგო ბულზის" ლეგენდარულმა კალათბურთელმა დენის როდმანმა გამოთქვა აზრი იმის შესახებ, რომ მისი თამაშის პერიოდში "მაიამი ჰიტის" ლიდერი ლებრონ ჯეიმსი სხვების ფონზე არაფრით გამორჩეული კალათბურთელი იქნებოდა. დენისის აზრით, ლებრონის შედარება მაიკლ ჯორდანთან ყოვლად დაუშვებელია.

"ასეთ შედარებას არანაირი აზრი არ აქვს, - ამბობს როდმანი. - ლებრონს ჩვენს წლებში რომ ეთამაშა, ის საშუალო დონის კალათბურთელი იქნებოდა. ის უდავოდ დიადი მოთამაშეა, მაგრამ ჩემთვის ჯორდანი და პიპენი უკეთესები არიან".

* * *
"მაიამი ჰიტის" 34 წლის ფორვარდმა შეინ ბატიემ აღნიშნა, რომ მომავალი სეზონი, შესაძლოა, ბოლო იყოს მის კარიერაში. მისი სიტყვებით, სხვა საქმის კეთების დრო მოვიდა.

"ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ მომდევნო სეზონი უკანასკნელი იქნება ჩემს კარიერაში, - მოჰყავს ბატიეს სიტყვები ESPN-ს. - 2014 წლის ზაფხულში ჩემს კონტრაქტს ვადა ეწურება, ამიტომაც გადაწყვეტილების მიღების დრო მოვიდა. იმ მომენტისთვის 36 წლის ვიქნები".

2012-13 წლების სეზონში ბატიემ 72 მატჩი ჩაატარა, საშუალოდ მატჩში 6.6 ქულა დააგროვა, რასაც ემატებოდა 2.3 მოხსნა და 1.0 შედეგიანი პასი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
NBA. ფინალი: სან ანტონიო-ლებრონი 5:0
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული