NBA. კონფერენციის ფინალი: "ბოსტონმა" სტუმრად "კლივლენდი" დაამარცხა

AutoSharing Option
22 მაისს NBA-ს დასავლეთ კონფერენციის ფინალური სერიის მორიგი მატჩი გაიმართა.

"კლივლენდმა" სერიის მესამე შეხვედრაში "ბოსტონს" უმასპინძლა და ანგარიშით 108:111 დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ ბოსტონელებს არ ჰყავდათ აიზია ტომასი, თუმცა, ამის მიუხედავად, მათ გამარჯვება მაინც მოიპოვეს.

შეხვედრაში ყველაზე მეტი, 29 ქულა კაირი ირვინგმა მოიპოვა, რომელმაც ასევე 7 პასი და 2 მოხსნა მიითვალა. ქულებში მეორე იყო კევინ ლავი, რომელმაც 28 ქულა, 10 მოხსნა და 3 პასი ჩაიწერა აქტივში.

"სელტიქსიდან" გამოირჩა მარკუს სმარტი, მან 27 ქულა, 7 პასი და 5 მოხსნა მოაგროვა. ასევე შედეგიანი
იყო ევერრი ბრედლი, რომელმაც 20 ქულა ჩააგდო.

ლებრონ ჯეიმსი კი ამჯერად მოწოდების სიმაღლეზე ვერ იყო. ლებრონმა 11 ქულა, 6 პასი და 6 მოხსნა მიითვალა.

ამ გამარჯვებით "ბოსტონმა" სერიაში სხვაობა შეამცირა - 1:2.

მორიგი მატჩი 24 მაისს, კვლავ კლივლენდში გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული