ჩეხებს ევრობასკეტზე ნაკრების კაპიტანი პეტრ ბენდა ვერ დაეხმარება

AutoSharing Option
პირადი სურვილისა თუ ტრავმების მიზეზით არაერთი კალათბურთელი გამოტოვებს ევროპის 2013 წლის ჩემპიონატს.

აქამდე ოპტიმალური შემადგენლობით ემზადებოდა ჩეხეთის ნაკრები, თუმცა დანაკლისს ვერც ის გადაურჩა - თითქმის გადაწყვეტილია, რომ სექტემბერში ვერ ითამაშებს 31 წლის კაპიტანი პეტრ ბენდა.

მან თებერვალში, "ნიმბურკის" ერთ-ერთი შეხვედრისას ტრავმა მიიღო და სეზონი, როგორც ჩეხები წერენ, ფაქტობრივად, "ცალი ფეხით" ჩაამთავრა.

გამოცდილ კალათბურთელს იმედი ჰქონდა, რომ ზაფხულში დასვენება ფეხს არგებდა. ნაკრებთან ერთად წვრთნასაც შეუდგა, მაგრამ მესამე დღეს განაცხადა:

- გაწბილებული ვარ. ტრავმა საშუალებას არ მაძლევს გუნდთან ერთად სრულყოფილად მოვემზადო. დასვენება
მომიწევს, თუმცა მცირე იმედი მაინც მრჩება, რომ გუნდს ევრობასკეტამდე დავუბრუნდები.

ბენდა ევრო-2013-ის შესარჩევ ტურნირში საშუალოდ 12.5 ქულასა და 6.5 მოხსნას აგროვებდა. აი, რა თქვა კაპიტნის შესახებ მთავარმა მწვრთნელმა პაველ ბუდინსკიმ:

- პეტრის არყოფნა ორმაგად საწყენია. ერთი იმიტომ, რომ იგი გუნდის კაპიტანი და სამაგალითო კალათბურთელია. მეორეც - ბოლო წლებია, ნაკრების საკვანძო მოთამაშეა და თუ ევრობასკეტზე ვერ დაგვეხმარა, სქემების შეცვლაზე მოგვიწევს ზრუნვა.

ამხანაგურები
16 აგვისტო
თურქეთი-ჩეხეთი (სტამბოლი)

17 აგვისტო
თურქეთი-ჩეხეთი (სტამბოლი)

21 აგვისტო
რუსეთი-ჩეხეთი (ვილნიუსი)

22 აგვისტო
ფინეთი-ჩეხეთი (ვილნიუსი)

23 აგვისტო
ლიტვა-ჩეხეთი (ვილნიუსი)

28 აგვისტო
ბელგია-ჩეხეთი (ოოსტენდე)

29 აგვისტო
ბელგია-ჩეხეთი (ოოსტენდე)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული