ევრობასკეტის წინ, რუსეთის ნაკრები უმწვრთნელოდ დარჩა

AutoSharing Option
ევროპის მოახლოებული ჩემპიონატის წინ, რუსეთის ნაკრებს მწვრთნელის შეცვლა მოუწევს. ბერძენმა სპეციალისტმა ფოცის კაციკარისმა, რომელმაც გასული წლის დეკემბერში რუსეთის კალათბურთის ფედერაციასთან ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა, პოსტი საკუთარი ინიციატივით დატოვა. კაციკარისის ამგვარი ნაბიჯი უკავშირდება წინა დღეს ნაკრების გენერალური მენეჯერის ოლეგ უშაკოვის განთავისუფლებას. ეს გადაწყვეტილება ეროვნული გუნდის საწვრთნელი შეკრების დაწყებამდე სამი დღით ადრე მიიღეს.

რუსეთის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელმა იულია ანიკეევმა, რომელმაც პირადად მიიღო უშაკოვის გადაყენებს გადაწყვეტილება, კაციკარისის პოსტიდან წასვლას კომენტარი არ გაუკეთა. ახლა, ფედერაცია მოლაპარაკებებს აწარმოებს ოთხწლიანი კონტრაქტის გაწყვეტისთვის დაწესებულ კომპენსაციაზე, რომლის
გადახდა მოუწევს ბერძენ სპეციალისტს.

სანამ კაციკარისის შემცვლელს მოძებნიან, ნაკრების მთავარი მწვრთნელი მოვალეობის შესრულება ვალერი კარასიოვს დაევალა. ეს ის სპეციალისტია, ვინც რამდენიმე დღის წინ, რუსეთის ნაკრებს უნივერსიადა მოაგებინა. როგორც იტყობინებიან, ფედერაციის საგანგებო სხდომა 23 ივლისს გაიმართება, სადაც ახალ მთავარ მწვრთნელს აირჩევენ. უკვე ცნობილია, რომ ნაკრების დამრიგებელი რუსი იქნება: კარასიოვის გარდა, კანდიდატები არიან სერგეი ბაზარევიჩი და ევგენი პაშუტინი.

"ბარსელონამ" პაპანიკოლაუ გადაიბირა
ევროლიგის გამარჯვებული "ოლიმპიაკოსის" ფორვარდი კოსტას პაპანიკოლაუ "ბარსელონაში" გადავიდა სათამაშოდ. კატალონელებმა ბერძნებს 1.5 მილიონი ევრო გადაუხადეს, კალათბურთელმა კი სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა საერთო ხელფასით - 5.5 მილიონი ევრო.

გასულ სეზონში პაპანიკოლაუ საშუალოდ მატჩში 8.7 ქულას აგროვებდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული