თბილისის "ვითა", სავარაუდოდ, ვითიბი ლიგაზე აღარ ითამაშებს

AutoSharing Option
თბილისის "ვითა" ვითიბი ლიგაზე მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ რუსული გამოცემა championat.com-ი იტყობინება.

წყაროს ცნობით, ლიგის ხელმძღვანელობა აპირებს, გუნდების რაოდენობა 16-დან 14-მდე შეამციროს. აღნიშნულ გადაწყვეტილებას კი ლიგის სხდომაზე 16 ივლისს მიიღებენ.

გამოცემის ინფორმაციით, ლიგაში მონაწილეობაზე უარი თქვეს ქართულმა "ვითამ", ფინურმა "ბაიზონსმა" და ჩეხურმა "ნიმბურკმა".

ხოლო ტურნირში მონაწილეობაზე განაცხადი პერმის "პარმამ", "სახალინმა" და "სამარამ" შეიტანეს, თუმცა მოსალოდნელია, რომ ამ სამიდან მხოლოდ ერთს მიიღებენ.