Junior NBA-GBF 2017 - კალენდარი და ვიდეოკოლაჟი ლიგის ვებგვერდზე [VIDEO]

AutoSharing Option
Junior NBA-GBF ლიგა იწყება. კალენდარი შედგენილია და პასიფიკისა (ქუთაისი) და სამხრეთ-დასავლეთის (ბათუმი) დივიზიონებში ტურნირი სტარტს 17 მაისს აიღებს.

პერიოდულად, სტარტს აიღებს თამაშები დანარჩენ 4 - ატლანტიკის (თბილისი), სამხრეთ-აღმოსავლეთის (თელავი), ჩრდილო-დასავლეთის (კასპი) და ცენტრალურ (რუსთავი) დივიზიონებში. ტურნირის შესახებ ამომწურავ ინფორმაციას ჩვენს ვებგვერდზე: jr.gbf.ge-ზე მიიღებთ, სადაც ოპერატიულად განთავსდება კალენდარი, გამართული მატჩების შედეგები და ფოტო-ვიდეომასალები.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

შეგახსენებთ, რომ Junior NBA-GBF ლიგა რიგით მეორე გათამაშებაა. შარშანდელის მსგავსად, ტურნირში წლეულსაც 30 გუნდი მიიღებს მონაწილეობას და გათამაშების სისტემა ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ანალოგიური იქნება.

ჯგუფებიდან
საუკეთესო 2-2 გუნდი პლეი ოფში გავა. მათ დაემატება კონფერენციების (დასავლეთი და აღმოსავლეთი) მიხედვით დივიზიონის 2-2 საუკეთესო მესამეადგილოსანი და ჯამში 16 გუნდი ჩემპიონობისთის ბრძოლას პლეი ოფიდან გააგრძელებს.

Junior NBA-GBF ლიგის ჩემპიონი ივნისის თვეში გამოვლინდება. მანამდე კი შეგიძლიათ ამ საინტერესო ლიგას მატჩებზე დასწრებასთან ერთად ჩვენი ვებგვერდის jr.gbf.ge-ს საშუალებითაც უგულშემატკივროთ.

წყარო: superleague.ge
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული