თორნიკე შენგელია: თვალს ვეღარ დავხუჭავ - ეს არის უპატივცემულობა კალათბურთის მიმართ...

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და ესპანური "ლაბორალ კუჩას" მოთამაშე თორნიკე შენგელია კალათბურთის ფედერაციაში 3 თვის წინ მომხდარ სკანდალს "ფეისბუქზე" კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.

- მიხეილ გაბრიჩიძე: სინამდვილეში მათ ფედერაციის სათავეში მოსვლა სურთ
- კახა შენგელია: კალათბურთის ფედერაცია 6,5 მლნ ლარს არამიზნობრივად ხარჯავს!

"მოგესალმებით. შეგნებულად გაკეთებული დიდ-ხნიანი პაუზის შემდეგ, მინდა, კიდევ ერთხელ გამოვეხმაურო და ხაზი გავუსვა ჩემს პოზიციას მამაჩემ კახა შენგელიასა და კალათბურთის ფედერაციას შორის მომხდართან დაკავშირებით. მეც და მამაჩემმაც შეგნებულად შევიკავეთ თავი, რომ გაგვეკეთებინა ნებისმიერი სახის განცხადება ამ პერიოდში, რადგან არ გვინდოდა ეს
1%ით მაინც შეხებოდა უარყოფითად საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს და ოდნავ მაინც ხელი შეეშალა ჩვენი გუნდის მიზნის მისაღწევად!

კალათბურთის ფედერაციის მიერ უსამართლო ქმედებების გამო, კალათბურთის და კახა შენგელიას მიმართ, მე თვალს ვეღარ დავხუჭავ და ვიტყვი, იმას რომ ეს არის უპატივცემულობა კალათბურთის მიმართ და ცილისწამება კახა შენგელიას მიმართ, რაც მათ გააკეთეს.

ძალიან დიდი იმედი მაქვს და მჯერა, რომ მალე ყველაფერს ფარდა აეხდება და სიმართლე გაიმარჯვებს, სიმართლე, რომელიც ჭირდება საქართველოს საკალათბურთო საზოგადოებას და საქართველოს!", - წერს შენგელია.
მკითხველის კომენტარები / 36 /
marto deriugini ramdeni damsaxurebuli da mcodne mcvrtnelebi datoves gagimebulebi ara cina federaciam da ara exlandelma daayenes uvicebi ara superligashi da ara askobrivebshi
saba
18:15 23-09-2016
0
აქ პოსტებს 90პროცენტი ფედერაციის ხალხის დაწერილია ნუ კარგად ინერვიულეთ მალე მოვა თქვენი დრო და ეს კომენტარები ვერ გიშველით. ძალიან მეცოდებით აქ ვინც რამეს ცუდს წერს თოკოზე და კახაზე. ვიღეცას ეწერა ნაკრებში ადგილი უნდაო .. მაგაზე კომენტარს არ გავაკეთებ სასაცილოა და კიდე თურმე ფულის გამო აკეთებს ამას)))) იმ გუნდს დაუპირისპირდა რომელ გუნდშიც თვითონ თამაშობს და რომელი გუნდიც ხეპასს უხდის გამოითანეტ დასკვნა მაქედან! რაც შეეხება იმას რო ესპანეთში ნავარჯიშები ბავშვი ჯობია აქ ნავარჯიშებს მაგაში გეთანხმებით მაგრამ საქმე ზუსტად იმაშია რო როდესაც ერთი ბავშვის ვარჯიში 1 წელი ჯდება 7-8000 ეურო ესეინი იხდიან 35000 ეუროს 1 ბავშვზე მაშინ ამაზე ამოიგეთ ხმა და გამეცით პასუხი!! და მაგას რო თავი დავანებოთ არც საქართველოს ფედერაციას აქვს იმის ფუფუნება და არც სახელმწიფოს რომ ვიგაც უცხოელი ბავშვები 10-12 ბავშვი წელიწადში 35000 ეუროტი დააფინანსონ.. და კიდევ ერთი !! ფედერაციამ გადაიხადა თრენერების გადამზადების ფული მაგრამ არცერთი ტრენერი წასული არ ყოპილა და საზღვარი არ გადაუკვეთავს და იცით მიზეზად რა მოიტანა ფედერაციამ? ენის ბარიერი იყო და წამსლელი ვერავინ ვნახეთო!! მაშინ სად წავიდა ეგ ფულები? ხოდა რაც არ იცით გაჩუმდით კიდევ ვიმეორებ ნაკრების წარმატება არის მოთამაშეების დამსახურება და არა ფედერაციის.. არც წინა ფედერაცია ვარგოდა მაგრამ იმ დროსაც ძალიან დიდი წარმატებები ქონდ ნაკრებს!! რაც შეეხება დარბაზებს! კახა შენგელია არ იტხოვდა დარბაზების გადმოცემას ეგ დარბაზები ისედაც გადაცემული ქონდათ კახასთვის და მაგის შემდეგ მოუნდატ სხვებს დასაკუთრება და და გადაცეს სხვა პიროვნებას! მოლაპარაკე თუთიყუშებო ხმა ჩაიგდეთ და რაც არ იცით ნუ ლაპარაკობთ !
qwer
17:19 23-09-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული