ვითიბი ლიგაზე "ვითამ" იბრძოლა, მაგრამ მაინც წააგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
11 იანვარს თბილისის "ვითამ" ვითიბი ლიგის მე-15 ტურის მატჩი ითამაშა - ფინურ "ბაიზონსს" ესტუმრა და 73:89 დამარცხდა. ეს "ვითას" ზედიზედ მე-15 მარცხია ლიგაში. აღსანიშნავია, რომ წინა მატჩებისგან განსხვავებით, "ვითამ" ამჯერად იბრძოლა და მხოლოდ ბოლო მეოთხედში ჩამორჩა.

შეხვედრამ დაგვანახა, რომ თუნდაც საერთაშორისო დონეზე გამოცდილ ორ კალათბურთელს გუნდში ბევრი რამის შეცვლა შეუძლია. "ვითას" შემადგენლობაში ითამაშეს ომარ ტომასმა და ანდრე ჯონსმა.

პირველი ტაიმი მთლიანად თანაბარი გამოვიდა, თუმცა დიდი შესვენების წინ კოივისტომ საკუთარი ნახევრიდან ჩაგდებული სამქულიანით "ბაიზონსი" 50:42 დააწინაურა. საფინალო სირენამდე 15 წუთით ადრე
ტაბლოზე თანაბარი ანგარიში ეწერა (54:54), თუმცა ამის შემდეგ ფინელებმა ფინელობა გამოამჟღავნეს, მათ ამერიკელებმაც მხარი აუბეს, სამქულიანს სამქულიანი მიაყოლეს (სულ 11 შორეული ტყორცნა გამოიყენეს) და 16-ქულიანი სხვაობითაც გაიმარჯვეს.

ნიკოლაის მაზურსი (ვითა): "ჩვენ ისევ გვაქვს შემადგენლობის მხრივ პრობლემები. თუმცა მეტოქეს ნამდვილი ბრძოლა მაინც გავუმართეთ. იმდენი კალათბურთელიც არ გვყავს, რომ 5X5-ზე ვივარჯიშოთ".

მომდევნო ტურის მატჩს თბილისური კლუბი 16 იანვარს, სტუმრად ვოლგოგრადში "კარსნი ოკტიაბრთან" ჩაატარებს.

ვითიბი ლიგა. XV ტური
11 იანვარი
ბაიზონსი-ვითა 89:73
24:25, 26:17, 17:16, 22:15
ბაიზონსი: ზენო (26ქ), ჰილი (6ქ), სეპელა (11ქ), ოიალა (2ქ), ნელსონი (9ქ), კოტი (4ქ, 4დ), კოივისტო (12ქ), ბურტჩი (8ქ), მაკალაინენი (2ქ), უდანოხი (9ქ, 12მ).
ვითა: ჩლაიძე (5ქ, 4პ), ტომასი (22ქ, 13მ), ჯონსი (15ქ, 8მ), შენგელია (9ქ, 9მ, 3პ), სტარატელევი (9ქ), მაისურაძე, ანიკიენკო (13ქ, 5მ).
მსაჯები: ა. მახლინი (რუსეთი), ა. ოზოლსი (ლატვია), ს. ბელიაკობვი (რუსეთი).
მკითხველის კომენტარები / 3 /
გენაცვალეთ ქართველობაში,ჭკუაში,"გოგა","კლიმენტი".ეს ლიგა,როგორც ჰოკიჯოხის კეხეელი,კრემლის "სტრატეგიული",აბრამოვიჩის ჩელსისა და ფროხოროვის ნეთსისა არ იყვეს,"ფინანსური შეტევითი",რუსული დაზვერვის სვლაა,და ძალიან საინტერესოა ვინ "ჩაითრია" რუბლის მოყვარულნი, ვაი ქართველები, ამ რუსული დაზვერვის ავანტურაში,ფუფულების-რუბლის გონებაჩლუნგთა მიერ ყოვლისმომვბელმა სიყვარულმა თუ სამშობლოს ღალატმა და გააგებინეთ ხალხს, ვინ არიან ის "ქართველნი"?ვინც ჩაიჯიბეს კრემლის ჭუჭყიანი რუბლები და ამ ვასალურ "თამაშში" ჩაგვლაფეს ქართველი ერი გასარკვევია&?,გაზფრომთან მოლაფარაქებებისა არ იყოს!
I Am qartveli
15:50 12-01-2016
0
ე.წ. პაეზდკების ხამები
კლიმენტი
15:09 12-01-2016
0

სიახლეები პოპულარული