ზაზა ფაჩულიამ ახალი წელი NBA-ში 11 ქულით და 9 მოხსნით დაიწყო [VIDEO]

AutoSharing Option
3 იანვარს, გამთენიისას, ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტმა" NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის მორიგ მატჩში "დენვერ ნაგეტსი" მიიღო და ანგარიშით 127:119 დაამარცხა.

ქართველმა ცენტრმა ახალი წელი შედეგიანად დაიწყო. ფაჩულია, ტრადიციისამებრ, სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე საერთო ჯამში 19:26 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში ზაზას ორმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა. ფაჩულიამ 11 ქულა, 9 მოხსნა და 1 პასი მიითვალა.
იხილეთ ზაზა ფაჩულიას ჩატენვა
Sportall.Ge

აღსანიშნავია, რომ "გოლდენ სტეიტში" ზაზაზე მეტი მოხსნა მხოლოდ დრეიმონდ გრინს ჰქონდა, რომელმაც ერთით მეტი მოხსნა მიითვალა. გრინმა შეხვედრაში სამმაგი დუბლი მიითვალა,
10 მოხსნას მან 15 ქულა და 13 პასი მიამატა.

კლეი ტომპსონმა 25 - ქულა, კევინ დურანტმა - 21, ხოლო სტეფ კარიმ 22 ქულა მიითვალა.
იხილეთ ვიდეო: გოლდენ სტეიტი-დენვერი 127:119
Sportall.Ge

30 მოგებითა და 5 მარცხით "გოლდენ სტეიტი" NBA-ს ლიდერია. მომდევნო მატჩს ზაზა ფაჩულიას გუნდი შინ "პორტლენდთან" გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 6 /
მიხარია ეს კაცი, რომ არსებობს და ქართველია
0
გილოცავ ახალ წელს! წარმატებები და სიხარული, უფალი გფარავდეს ზაზა!
davi
14:31 03-01-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული