ზაზა ფაჩულიამ და "გოლდენ სტეიტმა" "ინდიანა პეისერსი" გაანადგურეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 6 დეკემბერს, თბილისის დროით გამთენიისას, საქართველოს ნაკრების კალათბურთელის, ზაზა ფაჩულიას გუნდმა "გოლდენ სტეიტმა" NBA-ს რეგულარულ ჩემპიონატში მორიგი მატჩი გამართა. ოკლენდელებმა "ინდიანა პეისერსს" უმასპინძლეს და მეტოქე ანგარიშით 142:106 გაანადგურეს.

შეხვედრის ბედი, ფაქტობრივად, უკვე პირველი ნახევრის შემდეგ იყო გადაწყვეტილი, რომელიც "მეომრებმა" 30-ქულიანი უპირატესობით მოიგეს (80:50).

"გოლდენ სტეიტის" ქართველმა ცენტრმა, რომელიც კვლავინდებურად სასტარტო ხუთეულში იყო, მოედანზე 18 წუთზე ცოტა მეტი გაატარა, რა დროშიც 3 ქულა, 5 პასი, 5 მოხსნა, 3 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. ფაჩულიამ ორიდან ერთი საჯარიმო და 3-დან ერთი ორქულიანი
ჩააგდო. ის ერთიც ზაზამ ეფექტური გდებით, სტეფ კარისგან მიღებული პასის შემდეგ მიითვალა. რამდენიმე წამის წინ მას ჩატენვა გაუცუდდა და ანალოგიური შესვლა ლამაზი გდებით დააგვირგვინა, რამაც მაყურებლებში და მასპინძელთა სათადარიგოთა სკამზე ხმაურიანი ოვაცია გამოიწვია.

ფანტასტიკური მატჩი ჩაატარა "გოლდენ სტეიტის" მცველმა კლეი ტომპსონმა, რომლის ანგარიშზე 60 ქულაა. მან თამაშიდან 33-ჯერ ტყორცნა და 21 ზუსტად (63,3%). მისი 14 სამქულიანიდან 8 ზუსტი იყო (57,1%).

18 მოგებითა და 3 წაგებით "გოლდენ სტეიტი" ლიგის ერთპიროვნული ლიდერია. მომდევნო მატჩს ფაჩულიას გუნდი 8 დეკემბერს, ლოს ანჯელესში "კლიპერსის" წინააღმდეგ ჩაატარებს.
მკითხველის კომენტარები / 4 /
თაზო ჩაგეთვალა )))
პატრიოტი
15:39 06-12-2016
0
კლეი უძახე ეხლა ამას:)):
tazo
14:06 06-12-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული