ზაზა ფაჩულიას სეზონის მე-6 ორმაგი დუბლი და გამარჯვება ბოსტონში

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულიას მე-6 ორმაგი დუბლი სეზონის მე-12 მატჩში. ქართველი ცენტრი მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო ბოსტონში, სადაც მისმა "დალასმა" მორიგი გამარჯვება მოიპოვა - 106:102.

დალასელებმა რთული მატჩი მოიგეს. ბოლო პერიოდის წინ მასპინძლები 8 ქულით იგებდნენ, თუმცა მაღალ დონეზე ჩატარებული დასკვნითი მეოთხედის შემდეგ, რომელიც ტეხასელებმა 36:24 მოიგეს, ბოსტონელები წელში გატეხეს და საბოლოოდ გამარჯვებასაც მიაღწიეს.

ფაჩულია სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 31 წუთი გაატარა, რა დროშიც 7-დან 5 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. ზაზა კვლავ უბადლო იყო ფარქვეშ ბრძოლებში და მოგროვებულ 14
ქულას 12 მოხსნაც მოაყოლა. ამასთან ერთად, ქართველმა ცენტრმა 3 პასი და 1 დაფარებაც მიითვალა და გამარჯვებულთაგან ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

ზაზას თანამებრძოლმა დირკ ნოვიცკიმ თავი 23 ქულითა და 7 მოხსნით გამოიჩინა. 18 ქულა მიითვალა ვესლი მეთიუზმა, ხოლო დერონ უილიამსის ანგარიშზე 16 ქულა და 6 პასი დაგროვდა. "ბოსტონში" საუკეთესო ჯარედ სალინჯერი იყო, რომელმაც მატჩის მეორე ორმაგი დუბლი გაიფორმა 18 ქულითა და 12 მოხსნით.

8 მოგებითა და 4 მარცხით "დალასი" დასავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილზე გამაგრდა და მიუახლოვდა მეორეზე მყოფ "სან ანტონიოს". პირველზე კი ფენომენალურად მოთამაშე მოქმედი ჩემპიონი "გოლდენ სტეიტია" 12-მატჩიანი წაუგებელი სერიით.

მორიგ მატჩში, 21 ნოემბერს, "დალას მავერიკსი" "იუტა ჯაზს" უმასპინძლებს.

მომზადებულია gbf.ge-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 9 /
შეხედე კლივლენდს ლებრონით და ლებრონის გარეშე რა იყო.
ი, ი,
15:59 19-11-2015
0
ი. ი.-ს: მარტო ლებრონიც კი ვერ იგებს ათამაშებს:)
murtalo
15:31 19-11-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული