ზაზა ფაჩულიას შედეგიანი თამაში და გამარჯვება მაიამიში

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულიამ მორიგი დასამახსოვრებელი მატჩი ჩაატარა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი თავის კლუბ "მილუოკის" ფლორიდაში ბოლო წლების NBA-ს ერთ-ერთი უძლიერესი გუნდის, "მაიამის" დამარცხებაში დაეხმარა.

მატჩის პირველ ნახევარში მოპოვებული ლიდერობა მილუოკელებმა ბოლომდე შეინარჩუნეს და საბოლოოდ 91:84 გაიმარჯვეს.

ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, თუმცა მოედანზე ძირითად ცენტრ ლარი სანდერსზე მეტი დრო გაატარა. 25:17 წუთში ფაჩულიამ 9-დან 5 ორქულიანი და 1 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა. ზაზას საბოლოო ჯამში 11 ქულა, 5 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა დაუგროვდა.

მილუოკელთაგან 20 ქულით
ბრენდონ ნაითი გამოირჩა, 13 ქულა ჰქონდა ჯაბარი პარკერს, ხოლო ლარი სანდერსს და გიანის ანტეტოკოუმპოს, ფაჩულიას მსგავსად, 11-11 ქულა დაუგროვდათ. მაიამელთაგან მარიო ჩალმერსი და შონ უილიამსი გამოირჩნენ.

ამ გამარჯვებით "მილუოკი" სწორედ "მაიამის" გაუთანაბრდა და ახლა მასსავით 5 მოგებასა და ამდენივე წაგებას ფლობს. შესაბამისად, ეს გუნდები აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6-მე-7 ადგილებს იყოფენ.

მომდევნო მატჩი "მილუოკის" 18 ნოემბერს, შინ "ნიუ იორკთან" ელის".

წყარო: gbf.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული