ზაზა ფაჩულიამ და "გოლდენ სტეიტმა" "შარლოტი" დაამარცხეს [VIDEO]

AutoSharing Option
4-მატჩიანი გასვლითი ტურნე "გოლდენ სტეიტმა" შარლოტში გამარჯვებით დაასრულა, რომლის განმავლობაშიც მხოლოდ 1 შეხვედრა, მაიამიში წააგო.

დღეს, გამთენიისას ოკლენდელებმა "შარლოტი" ბოლო პერიოდში გატეხეს და სეზონის 39-ე გამარჯვება მოიპოვეს.

ზაზა ფაჩულია, ტრადიციულად, სასტარტო ხუთეულში იყო, თუმცა მოედანზე მხოლოდ 13 წუთით გამოჩნდა. სხვათა შორის, არც "შარლოტის" ცენტრებს უთამაშით ხანგრძლივად. როი ჰიბერტმა მოედანზე 17 წუთი გაატარა, ფრენკ კამინსკიმ კი - 18. ორივემ ჯამში 8 ქულა და 6 მოხსნა მიითვალა.

რაც შეეხება ფაჩულიას, ზაზამ თამაშიდან მხოლოდ ერთხელ, უშედეგოდ შეუტია, თუმცა 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. 2
ქულასთან ერთად ქართველმა ცენტრმა 4 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება მიითვალა, ბურთი კი არ დაუკარგავს.

საუკეთესო კევინ დურანტი გახდა 33 ქულით, რომლის აქტიურობითაც ოკლენდელებმა დასკვნითი პერიოდი 38:22 მოიგეს და საბოლოოდ მეტოქე 113:103 დაამარცხეს.
იხილეთ ვიდეო: შარლოტი-გოლდენ სტეიტი 103:113
Sportall.Ge

39 მოგებითა და 7 მარცხით "გოლდენ სტეიტი" დასავლეთ კონფერენციასა და სრულიად ლიგას ლიდერობს. მომდევნო მატჩი ფაჩულიას გუნდს 29 იანვარს, ოკლენდში, "ლოს ანჯელეს კლიპერსთან" ელის.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
ამ დილით ჰორნეტების ფანი გავხდი, ოღონდ ჩერლიდერების, ეს რა ცეცხლის დამთები ანგელოზები ყოლიათ ტო, დაიწვა გული, თამაში აღარ მაინტერესებდა.
tanto
14:23 26-01-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული