ქართული კალათბურთი

ეროვნული ნაკრები

საქართველოს ნაკრებმა პოლონეთის ტურნირი მარცხით დაასრულა

AutoSharing Option
25 აგვისტოს პოლონეთის ოთხთა ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა მე-3 ადგილისთვის მატჩი მასპინძელ პოლონეთთან გამართა და 71:80 დამარცხდა.

მეორე მეოთხედში მსაჯებმა მოედნიდან გააძევეს გიორგი ცინცაძე. ჩვენი ნაკრების რიგებში საუკეთესოები ზაზა ფაჩულია (17 ქულა) და გიორგი შერმადინი (15) იყვნენ.

ეს ილიას ზუროსის გუნდის ბოლო შეხვედრა იყო ევრობასკეტის შესარჩევი ეტაპის წინ. შეგახსენებთ, რომ ჩვენი ნაკრები 31 აგვისტოს ალბანეთის საკალათბურთო ნაკრებს მასპინძლობს.
ასევე დაგაინტერესებთ