ქართული კალათბურთი

ეროვნული ნაკრები

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ავსტრიასთან 10 ქულით დამარცხდა

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა დღეს, 29 ივლისს, ავსტრიასთან სტუმრად ამხანაგური მატჩი გამართა.

ჩვენი ნაკრები ანგარიშით 77:87 დამარცხდა. ავსტრიასთან მატჩში 22 ქულითა და 8 მოხსნით ყველაზე შედეგიანი თორნიკე შენგელია გახდა, ხოლო გიორგი შერმადინმა 18 ქულა მიითვალა.

შეგახსენებთ, რო მანამდე საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა სლოვენიის დაბა პოდჩეტრტეკში მოსამზადებელი მატჩი რუსეთის სტუდენტური ნაკრების წინააღმდეგ გამართა და მეტოქე ანგარიშით 97:86 დაამარცხა.

4 აგვისტოს ილიას ზუროსის გაწვრთნილი გუნდი ლატვიიას შეხვდება, ხოლო 5-ში ან ლიტვას, ანაც პოლონეთს. პოლონეთი და ლიტვა საქართველო-ლატვიის პარალელურად ითამაშებენ და გამარჯვებულები ერთმანეთს ფინალში
შეხვდებიან, ხოლო წაგებულები მესამე ადგილისთვის ითამაშებენ.

Sportall.Ge
ასევე დაგაინტერესებთ