სპორტის სამინისტროში "ა" ლიგის შესარჩევი ეტაპის კენჭისყრა ჩატარდა

AutoSharing Option
საკალათბურთო "ა" ლიგის შესარჩევი ეტაპი იწყება. ტურნირში მონაწილეობას 11 გუნდი მიიღებს, რომლებიც "ა" ლიგის 6 საგზურისთვის იბრძოლებენ.

შესარჩევ ტურნირში შემდეგი გუნდები ითამაშებენ: თსუ, "არენა 76", "კაკტუსი", "წყალტუბო", "მარნეული", "სეუ-ჰიუნდაი", "კრისტალი", გაბლ-ი (სამოყვარულო ლიგის გუნდი), "აკადემია", "ნიკეა", გორის "დილა".

კენჭისყრის შედეგად 11 გუნდი 3 ჯგუფში გადანაწილდა. ჩატარდება 1 წრე, რის შემდეგაც თითოეული ჯგუფის 2 საუკეთესო გუნდი მეოთხედფინალში გავა.

მეოთხედფინალის დარჩენილ 2 საგზურს ჯგუფების მესამეადგილოსნები და 1 საუკეთესო მეოთხეადგილოსანი საკვალიფიკაციო მატჩში გაითამაშებენ.

მეოთხედფინალის გამარჯვებული 4 გუნდი "ა" ლიგის საგზურს მიიღებს. დარჩენილი 2
ადგილისთვის კი მეოთხედფინალში დამარცხებული გუნდები საკვალიფიკაციო მატჩებში იბრძოლებენ.

საკალათბურთო "ა" ლიგის შესარჩევი ეტაპის კენჭისყრა დღეს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში ჩატარდა და მას ყველა მონაწილე გუნდის წარმომადგენლები დაესწრნენ.

Sportall.Ge
Sportall.Ge
წყარო: superleague.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული