ქართული კალათბურთი

ასაკობრივი ნაკრებები

U18. ევროპის ჩემპიონატზე საქართველო ბელარუსთან 35 ქულით დამარცხდა

AutoSharing Option
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის მეორე თამაშიც წააგო.

არჩილ ჟღენტისა და მიხეილ კობეშავიძის გუნდმა, ბელარუს თანატოლებთან გამართული მატჩი 35-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 63-98 დათმო.

ბელარუსმა ოთხივე მეოთხედი დამაჯერებლად მოიგო: 18:25, 14:30, 13:19, 18:24.

საქართველოს ნაკრების მხრიდან ყველაზე მეტი, 16 ქულა ნიკა ჩეჩელაშვილმა დააგროვა. ლუკა კალატოზიშვილის აქტივში კი 11 ქულა და 14 ჩაჭრაა.

2 ტურის შემდეგ საქართველოს, ბულგარეთთან და უნგრეთთან ერთად, ორიდან ორი წაგება აქვს. საპირისპირო შედეგი აქვთ ბელარუსს, ხორვატიასა და ისლანდიას.

ახალგაზრდა ქართველი კალათბურთელები მომდევნო შეხვედრას 30 ივლისს, ხორვატიასთან
ჩაატარებენ.