ახალი ფორმაციის 18-წლამდელთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

AutoSharing Option
ვაჟთა 18-წლამდელთა ასაკობრივი ნაკრები პირველ მაისს რუსთავის ტექნიკური ცენტრის ბაზაზე შეიკრიბება და გაცნობითი სახის საწვრთნელ შეკრებას გაივლის.

ახალი ფორმაციის 18-წლამდელთა გუნდს ლაშა ფირცხალაიშვილი უხელმძღვანელებს, რომელიც ასაკობრივ ჯგუფს სანაკრებო დონეზე მეორედ გაუძღვება.

აღნიშნული ფორმაციის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩებს 2024 წლის შემოდგომაზე ითამაშებს.

U18 | შემადგენლობა

მეკარეები: მათე საური (დინამო თბილისი), საბა სამხარაძე (საბურთალო), ლუკა ხელაშვილი (დინამო თბილისი)

მცველები: გიორგი მეფარიშვილი (დინამო თბილისი), ლუკა შაშიაშვილი (დინამო თბილისი), გიორგი ნიკოლაიშვილი (საბურთალო), თენგიზ მამფორია (საბურთალო), დავით ქელდიშვილი (დინამო თბილისი)

ნახევარმცველები: გიორგი გოგსაძე
(საბურთალო), რატი გრიგალავა (დინამო თბილისი), ლექსო ფეიქრიშვილი (დინამო თბილისი), დავით ინაიშვილი (საბურთალო), ცოტნე ბერელიძე (დინამო თბილისი), საბა გეგუჩაძე (საბურთალო), ნიკოლოზ ტკალია (დინამო თბილისი), გიორგი გვასალია (დინამო თბილისი), ბესო ოსიაშვილი (35-ე სკოლა)

თავდამსხმელები: ავთანდილ მაშავა (დინამო თბილისი), გიორგი ჩაჩუა (საბურთალო), დანიელ ქვარცხავა (საბურთალო), საბა სამუშია (დინამო თბილისი), თემურ ოდიკაძე (დინამო თბილისი), ალექსანდრე თურქია (ლოკომოტივი თბილისი)

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 1 /
სხვა ქალაქები არ არსებობენ ალბათ
გიორგი
11:37 28-04-2023
0

სიახლეები პოპულარული