ქართული კალათბურთი

ასაკობრივი ნაკრებები

U18: საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი ისლანდიასთან მარცხით დაიწყო

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა პირველი მატჩი გამართა ისლანდიის წინააღმდეგ და 79:92 წააგო.

შეგახსენებთ, რომ ტალინში 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის მატჩები დაიწყო. 24 გუნდი 4 ჯგუფშია განაწილებული. პლეი ოფში ჯგუფიდან ორ-ორი საუკეთესო გადის. ჯგუფში ჩვენი მეტოქეები არიან ისლანდია, უნგრეთი, ბელარუსი, ბულგარეთი და ხორვატია.

29 ივლისს საქართველოს ნაკრები ბელარუსს ეთამაშება.