ვალერი ლიპარტელიანმა Sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა

AutoSharing Option
საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანმა ვალერი ლიპარტელიანმა Sportall.ge-ს რუბრიკის, "ინტერნეტკონფერენციის" მეშვეობით მკითხველთა კითხვებს უპასუხა.

ლიპარტელიანმა ყველა გულშემატკივარს დასმული კითხვისთვის მადლობა გადაუხადა: "ყველას დიდ მადლობას გიხდით, ვინც კითხვები დამისვით, წარმატებები მისურვეთ, ლამაზი სიტყვები გაიმეტეთ... მინდა იცოდეთ, რომ თქვენი გვერდში დგომა, კრიტიკა მაძლიერებს. მადლობა თქვენ ამისთვის".

მკითხველი:
- მოგესალმებით. არ თვლით, რომ კრიზისის დაძლევა მისი აღიარებით იწყება? იქნებ პრობლემა ქართულ ხასიათშია და არა სპორტსმენის ფსიქიკაში, როდესაც ყველა პოტენციური მოწინააღმდეგის შესწავლა გვეზარება?
- ცხადია, გეთანხმებით იმაში, რომ კრიზისის დაძლევის უპირველესი საშუალება თვითაღიარებაა იმ მინუსებისა და შეცდომების, რაც გაქვს.

შეიძლება ფსიქიკაზეც მუშაობა, მაგრამ ამით სპორტსმენთან ერთად ის ადამიანებიც უნდა იყვნენ დაინტერესებულები, ვინც მასთან მუშაობს. მხოლოდ სპორტსმენი ამას თავს ვერ გაართმევს.

მკითხველი:
- გამარჯობა. როგორ მოერგე ახალ წონას და თვლი თუ არა, რომ შეძლებ -100კგ-შიც ფავორიტობას?
- პირველი წელია, რაც ამ წონაში გამოვდივარ. ფიზიკურად თავიდან გამიჭირდა, მაგრამ კარგია, რომ ევროპის ჩემპიონატის გარდა, ყველა ტურნირზე, სადაც კი გამოვედი, მედალი ავიღე. მინდა, ამ წონის ერთ-ერთ ფავორიტად ვითვლებოდე და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ.

მკითხველი:
- როგორ ფიქრობ, დროა თუ არა, საქართველოს ნაკრებში ყველა წონას თავისი მწვრთნელი ჰყავდეს და მან აგოს პასუხი მომზადებაზე? ქართული ძიუდოს წინსვლის ერთადერთ გზად ამას ვხედავ. შენი გადმოსახედიდან, რა სჭირდება ქართულ ძიუდოს იაპონურამდე მისასვლელად, თუნდაც ნახევრად?
- ჩემი აზრით, არ იქნებოდა ცუდი, როგორც იაპონიაში, ისე ჩვენთანაც ყველა სპორტსმენს თავისი მწვრთნელი ჰყოლოდა, მაგრამ ამაზე უფრო მწვრთნელებმა უნდა ისაუბრონ, ვიდრე მე, ვინაიდან ამ საკითხში არაკომპეტენტური ვარ.

ვფიქრობ, თითო სპორტსმენზე თითო მწვრთნელს რომ ემუშავა, შედეგი გაუმჯობესდებოდა, მაგრამ ჩემზე მეტი არგუმენტი მწვრთნელებს ექნებათ, ამიტომ მათ ისაუბრონ ამაზე.

მკითხველი:
- ლიპო, უპირველეს ყოვლისა, მინდა გითხრა, რომ უმაგრესი სპორტსმენის გარდა, უმაგრესი ადამიანი ხარ. ეს შთაბეჭდილება მხოლოდ და მხოლოდ სოციალური ქსელებიდან შემექმნა და წარმომიდგენია, პირადად რომ გიცნობდე, ზუსტად იმავეს ვიტყოდი. ეს ისე, ჩემი დამოკიდებულება დავაფიქსირე. ახლა კითხვა - შენ ხშირად და ძალიან დიდი სიყვარულით საუბრობ ოჯახზე, დედაზე და მაინტერესებს, ჩემპიონატებზე სწორედ შენი ოჯახია ყველაზე დიდი მოტივაციის წყარო? თუნდაც ახლა, ვიცე-ჩემპიონი რომ გახდი, წავიკითხე შენი პოსტი, როგორ უბოდიშებდი დედას. აქედან გამომდინარე, გამიჩნდა ეს კითხვა. დიდი მადლობა შენ ასეთი დიდი სიხარულისთვის,  საქართველოსთვის რომ მოგაქვს ხოლმე.
- გმადლობთ ასეთი შეფასებისა და კეთილი სურვილებისთვის. ოჯახზე ცხოვრებაში ბევრი რამაა დამოკიდებული. ჩემთვის ოჯახი ყველაზე მნიშვნელოვანია, მასზე ძვირფასი არაფერი გამაჩნია. ჩემ, როგორც პიროვნებად ჩამოყალიბებაში, ისე სპორტულ კარიერაში ოჯახმა დიდი წვლილი შეიტანა.

გეცოდინებათ, შვილის აღზრდას რამხელა შრომა სჭირდება, მით უმეტეს, სამის. ამაში ჩემი მეუღლე მეხმარება ძალიან და დიდი მადლობა მას ყველაფრისთვის. მადლობა დედაჩემსაც იმისთვის, რასაც
ჩემთვის აკეთებს.

მკითხველი:
- სწორად მიგაჩნია თუ არა, რომ ბავშვმა ძიუდოზე სიარული უნდა დაიწყოს უფრო ადრეული ასაკიდან (3-4 წლიდან ), ვიდრე ეს ჩვენთან არის მიღებული (8-10 წელი)?
- 3-4 წელი ადრეა. კვირაში ერთხელ შეგიძლიათ მიიყვანოთ და გააცნოთ ძიუდო, მაგრამ ვარჯიში რასაც ეწოდება, ეგ ადრეა, ვინაიდან ამ ასაკში ბავშვი ვერ აცნობიერებს ყველაფერს, არ იცის, რა უნდა. აი, 10-12 წლის ასაკიდან კი, როცა უკვე იცის, რა უნდა, რისთვის დადის, მერე შეიძლება. ეს პირადად ჩემი აზრია და არ ვამტკიცებ, რომ გინდა თუ არა, ასე უნდა იყოს.

მკითხველი:
- სწორი იყო თუ არა ძიუდოში ახალი წესების შემოტანა და ხელს შეუწყობს თუ არა მის განვითარებას ?
- დრომ უნდა დაგვანახოს. წესები ახალი მიღებულია და როგორ განვითარდება ძიუდო, რამდენად გამოადგება ეს სიახლეები, ამაზე საუბარი ახლა ჯერ ადრეა.

მკითხველი:
- თქვენი პოტენციალის მქონე სპორტსმენი აპირებს თუ არა კარიერის დასრულების შემდეგ თავი მიუძღვნას ქართული ძიუდოს განვითარება-გაძლიერებას?
- სიმართლე გითხრათ, არ მიფიქრია ამაზე, მაგრამ ძიუდოდან შორს არ ვიქნები. მომავალ თაობას თუ ექნება სურვილი, გვერდში დავუდგები და ჩემს გამოცდილებას გავუზიარებ. წლები შევალიე ძიუდოს და ძალიანაც რომ მინდოდეს, შორს ვერ წავალ.

მკითხველი:
- მაინტერესებს, რა დაგაკლდა ბეიკერთან რიოში და ვულფთან ბუდაპეშტში, რამაც მარცხი განაპირობა? კონცენტრაციის ნაკლებობას ნამდვილად ვერ დავაბრალებთ, ორივე შემთხვევაში ყველაზე ახლოს იყავი მედალთან...
- ალბათ, ორივე ჩემზე უკეთ მომზადებული და მოტივირებული იყო. ბოლო მომენტში ტაქტიკურად მაჯობეს, ჩემზე ძლიერები აღმოჩნდნენ...

ბევრი უიღბლობას ახსენებს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ადამიანი თავის ბედს თვითონ  ქმნის. ის შეცდომა მე დავუშვი და ახლა მის გამოსწორებაზეც თავად უნდა ვიმუშაო, რომ შემდგომში იგივე არ განმეორდეს.

მკითხველი:
- კარიერის რომელ შეხვედრას გამოარჩევდი?
- ბევრი შეხვედრა მქონია. იყო სიხარული, იმედგაცრუება...

პირველ ევროპის ჩემპინობას გამოვარჩევდი - უდიდესი სიხარული იყო! მეოთხე ცდაზე მოვახერხე ეს. ასევე დაუვიწყარია მსოფლიოს ჩემპიონატი რიოში, როცა ფინალში გუნდურ შეჯიბრებაში რუსეთს მოვუგეთ.

მკითხველი:
- ღირსეული ნაკრების ღირსეული კაპიტანი ხარ! მაინტერესებს, როგორ აფასებ შენს შესაძლებლობებს მომავალ მსოფლიოზე? და ოლიმპიადაზე გვქონდეს იმის იმედი, რომ შენი ოქროს მედლით გამოწვეულ სიხარულს ჩვენც გავიზიარებთ?
- გმადლობთ. ფარ-ხმალს არ დავყრი, ყველაფერს გავაკეთებ ამისთვის. ყოველი მარცხი ადამიანს უნდა აძლიერებდეს და ვფიქრობ, ამ ფინალის შემდეგ უფრო გავძლიერდი.

შრომაა საჭირო, რომ მე და ჩემმა გულშემატკივარმა ოლიმპიური ოქროთი გავიხაროთ. ვიშრომებ, მთავარია, ტრავმებმა არ შემიშალოს ხელი და, რა თქმა, ეს უფლის ნებაც უნდა იყოს, ისე გამორიცხულია.

მკითხველი:
- აშკარაა, რომ ქართული ძიუდოს ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ხარ, სტაბილურად ძლიერი ხარ ყველა ტურნირზე. მაინტერესებს, ფინალებში მარცხს რას აბრალებ? ტოტალური უიღბლობა თუ უბრალოდ,  ფინალების შიში?
- უიღბლობას ვერ დავაბრალებ და არც შიშია ეს - მარცხი ჩემი შეცდომებიდან გამომდინარეობს. ეტყობა, ფინალში ზედმეტად ვფიქრობ მოგებაზე. ნაკლებად უნდა ვიფიქრო იმაზე, რა ტიტული მექნება იმ შეხვედრის მერე, სხვანაირად უნდა მივუდგე ფინალს - ისე, როგორც პირველ, მეორე, მესამე შეხვედრებს...

მკითხველი:
- ვინ იყო თქვენი პირველი სერიოზული მეტოქე, რომელიც დაამარცხეთ?
- ჯერ ვერ დავამარცხე ის მეტოქე (იცინის).

მკითხველი:
- როგორ ფიქრობ, სწორია, რომ საქართველო არ იღებს მონაწილეობას მრავალ საერთაშორისო ტურნირში, რასაც ძიუდოისტების ურეიტინგობა, განთესვის გარეშე დარჩენა მოსდევს?
- არასწორია და ვფიქრობ, რაც მეტ ტურნირში მიიღებენ მონაწილეობას ძიუდოისტები და მეტ გამოცდილებას შეიძენენ, მით უფრო წარმატებულები იქნებიან. სეზონი რომ სრულდება და სპორტსმენებს წონის დაკლება არ უწევთ, მათთვის სასიცოცხლოა ყველა ტურნირში მონაწილეობის მიღება. დავამატებდი, რომ არა მარტო პირველმა, არამედ მეორე, მესამე ნომრებმაც უნდა იჭიდაონ, რადგან თაობათა ცვლა ჩვენთვის მნიშვნელოვანია.

მკითხველი:
- საქართველოში, თქვენი თვისებებიდან გამომდინარე, ყველას უყვარხართ. ჩემი აზრით, თქვენი ინტელექტიდან გამომდინარე, მსოფლიოში ყველაზე ნიჭიერი ძიუდოისტი ხართ. სწორედ აქედან გამომდინარე მაინტერესებს, აპირებთ თუ არა კარიერის დასრულების შემდეგ მწვრთნელობას და გიფიქრიათ თუ არა ამაზე?
- დიდი მადლობა. ბევრს უკითხავს ეგ, მაგრამ არ ვფიქრობ ამაზე, რადგან კარიერის დასრულებას ჯერ არ ვაპირებ და არ მინდა, თავი ზედმეტი ფიქრებით დავტვირთო.

მკითხველი:
- ყველამ ვიცით, რომ ავთანდილ ჭრიკიშვილთან ძალიან კარგი ურთიერთობა გაქვთ. რას შეიძლება დავაბრალოთ მისი ასე სუსტად ჭიდაობა და რას ფიქრობთ თქვენ, მომავალ წელს თუ მაინც დაბრუნდება ისეთი, როგორიც ადრე იყო?
- ჭრიკიშვილი უძლიერესი სპორტსმენია. ჩემი აზრით, გარკვეულწილად, ოლიმპიადამაც იმოქმედა. იყო ტრავმებიც, რომელთა შესახებ გულშემატკივრებმა არ იცით: მუხლის, კოჭის, მაჯის... ამის მერე რთულია, გამოხვიდე და ისევ ისე იასპარეზო, როგორც მანამდე აკეთებდი.

ამიტომ ამბობენ, ავთო სუსტად ჭიდაობსო, მაგრამ მე ასე არ მგონია. მსგავსი სტრესიდან გამოსვლა რთულია, ის კი ამას ახერხებს. ავთოს წინ ბევრი წელი აქვს იმისთვის, რომ ყველა ადამიანს, ვისაც მასში ეჭვი ეპარება, თავისი საუკეთესოობა დაუმტკიცოს.

მომავალი წლიდან უნდა დავიბრუნოთ ის ჭრიკიშვილი, რომელმაც ქართველი გულშემატკივარი ბევრჯერ გაახარა.

მკითხველი:
- ორი პატარა ძიუდოისტი მეზრდება, რომლებიც შენს არცერთ შეხვედრას არ ტოვებენ. ოცნებობენ შენთან შეხვედრაზე, ბედნიერები არიან, შორიდან მაინც თუ გნახავენ. მათთვის მაგალითი, სტიმული ხარ. მაინტერესებს, რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ბავშვებს ამ სპორტის სიყვარული ბოლომდე გაჰყვეთ?
- მადლობა თქვენ, თქვენს პატარებს. ყოველდღე უნდა ესაუბროთ ძიუდოზე, უნდა აყურებინოთ. სასურველია, ძიუდოთი 10-11 წლიდან დაკავდნენ და ნელ-ნელა დაიწყონ ვარჯიში. თუ მოინდომებენ, წარმატებას აუცილებლად მიაღწევენ.

მკითხველი:
- მოგესალმები, ვარლამ! ვიცი, რომ შენი ბავშვობის ერთ-ერთი მისაბაძი ძიუდოისტი კოსეი ინოეა. რამდენად გეხმარება წარმატებების მიღწევაში იაპონური შეკრებები და რით გამოარჩევდი სხვა შეკრებებისგან?
- იაპონური სკოლები ყველასგან განსხვავებულია, იქ თითოეულ კატეგორიაში დიდი კონკურენციაა დ აქედან გამომდინარე, იაპონური შეკრებებიდან ბევრს ვიღებთ, ძალიან ბევრი სპარინგ-პარტნიორი გვყავს.

მკითხველი:
- ვარლამ, გამარჯობა. პირველ რიგში, გილოცავ ახალ წონაში მსოფლიოს ჩემპიონატზე აღებულ ვერცხლის მედალს, თუმცა იმ მომენტისთვის ნამდვილად არ გამხარებია შედეგი, რადგან ოქროს მოლოდინში ვიყავი, როგორც ოლიმპიადის ფინალის დროს. ვარლამ, როგორ ფიქრობ, რა არის ძირითადი მიზეზი იაპონელებთან მარცხის: მარტო ის, რომ ისინი უკეთ სწავლობენ ჩვენს ჭიდაობის სტილს და სტრატეგიას, თუ ფსიქოლოგიურად ჩვენზე მტკიცენი არიან? მახსოვს მაშუ ბაკერთან ოლიმპიადამდე 2 დაპირისპირება, სადაც აშკარა უპირატესობა გქონდა და ვაზარითაც მიგყავდა შეხვედრები, თუმცა ბოლოს მაინც დავთმეთ. ახლაც ვფიქრობდი, რომ შეხვედრა მოგებული იყო, თუმცა ერთ მომენტს დაელოდა იაპონელი და 100%-ით გამოიყენა. და კიდევ ერთი, მგონია, რომ არც ჰაგა და არც აარონი არ არიან ამ წონაში გამოკვეთილი ლიდერები, ტიტულების მიუხედავად და საერთოდ, 100კგ-ში თანაბარი კონკურენციაა და ნამდვილად შეგწევს იმის ძალა, რომ არა მარტო მსოფლიო, არამედ ოლიმპიური ოქროც აიღო და გაახარო ქართველი ერი. წარმატებებს გისურვებ და ველოდები შენს შემდეგ გამოსვლებს...
- ალბათ, ფსიქოლოგიურად და ტაქტიკურადაც ჩვენზე უკეთ იყვნენ მომზადებულები. იაპონური სკოლა ერთ-ერთი უძლიერესია მსოფლიოში. იაპონია ძიუდოს სამშობლოა და ვფიქრობ, ბევრ რამეში უნდა მივბაძოთ მათ.

მკითხველი:
- თქვენი აზრით, არის თუ არა იმის პოტენციალი, რომ საქართველოში ქალთა ძიუდომ მიაღწიოს იმ დონეს და პოპულარობას, როგორიც აქვს ვაჟთა ძიუდოს?
- არ გვყავს ჯერ იმ დონის ქალთა ნაკრები, რომელიც კონკურენციას გაუწევს სხვა ქვეყნის ნაკრებებს, მაგრამ პოტენციალი იმის, რომ მომავალში უკეთესი შედეგი იყოს, ქალებში არის. ვიმედოვნებ, კაცებზე ბევრად კარგი შედეგები ექნებათ.

მკითხველი:
- გამარჯობა, კაპიტანო და ერის გულის გამხარებელო. მე მყავს ვაჟი, ძიუდოზე დადის, ძალიან დიდი გულშემატკივარია თქვენი! ძალიან გულით უნდა,  ჰქონდეს კიმონო თქვენი სახელითა და გვარით. არის ამის საშუალება, სადმე რო შევიძინოთ? ძალიან უყვარხართ და გაფასებთ. მადლობა დიდი, ამის საშუალება რო მომეცით. გთხოვთ, იქნებ გვიპასუხოთ. გმადლობთ და გისურვებთ ძალიან დიდ წარმატებებს.
- მადლობა თქვენ და თქვენს შვილს. ყიდვით ნამდვილად ვერ იყიდით, მაგრამ ფედერაციას შეუძლია გამოგიწეროთ ის, რასაც ჩემი სახელი და გვარი აწერია. კიმონოს რაც შეეხება, არ არის ნაკრებში დღეს ის სიტუაცია, რომ ყველა სპორტსმენი იღებდეს კიმონოს და უზრუნველყოფილი იყოს მისით. ამიტომ ვცდილობ, ჩემი კიმონო იმ სპორტსმენს მივცე, ვინც აქტიურ სპორტშია. სამწუხაროდ, არ მრჩება კიმონო, რომ გულშემატკივარს მივცე, მაგრამ სურვილი დიდი მაქვს.

მკითხველი:
- რა გიგრძვნია მაშინ, როცა ბეჭებზე დაცემულხარ? ტკივილი თუ იმედგაცრუება? როგორია ეს მომენტი?
- გამიჭირდება იმ ემოციის, გრძნობის გადმოცემა, რასაც მაშინ განვიცდი ხოლმე. ოფლი უნდა დაღვარო და ის გზა გაიარო, რასაც ჩვენ გავდივართ, რომ მიხვდე, ეს რაც არის. ყველა მარცხის შემდეგ უფრო ძლიერი ვდგები. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც წაგების მერე გვერდში მიდგას და ფეხზე წამოდგომაში მეხმარება.

მკითხველი:
- გამარჯობა, ვარლამ. ძალიან დიდ პატივს გცემთ, მაგრამ ერთი კითხვა არ მასვენებს რიოს ოლიმპიადიდან მოყოლებული: იქ ჩემპიონი ვერც თქვენ გახდით და ბექა ღვინიაშვილიც საერთოდ უმედლოდ დარჩა. იმის გათვალისწინებით, რომ თქვენ მასზე მთელი 7 სმ-ით მაღალი ხართ და ჩემი აზრით, ბევრად უკეთესად გამოხვიდოდით უფრო მაღალ წონაში, გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე, ხომ არ სჯობდა, მაშინვე გაგეცვალათ წონები? მით უმეტეს, რომ ოლიმპიადის შემდეგ ასეც მოიქეცით. დარწმუნებული ვარ, მარესაც აუცილებლად მოუგებდით და ოქროს დიდი შანსიც გექნებოდათ, ბექა კი ცოდვა იყო თავისზე ბევრად მაღლებთან და მგონია, რომ მისი წაგების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ეს იყო. ასე კი გამოვიდა, რომ გუნდმა ვერც ოქრო აიღო და ერთი რეალური მედალიც დაკარგა...
- ბევრი არგუმენტი შემიძლია მოვიყვანო, რის გამოც არ მოვიქეცი ასე, თუმცა ერთი ინტერვიუ ამას არ ეყოფა.

რთულია, ოლიმპიადის წინა წელს ადგე და წონა შეიცვალო. გარანტიას ვერავინ მოგცემს, რომ მედალს აიღებ, თანაც ამ წონაში გამარჯვების ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად ითვლები. ასეთ დროს წონის შეცვლა არასწორად მიმაჩნია.

არ ვიცი, თქვენ ამას როგორ აღიქვამთ და რას ფიქრობთ, მაგრამ ჩემთვის, როგორც პროფესიონალი სპორტსმენისთვის, იმ გადაწყვეტილების მიღება არ იყო მარტივი. მეც მიფიქრია ამაზე და მწვრთნელებთან მისაუბრია კიდეც. ითქვა, რომ კონკურენციაა და ვინც ამ კონკურენციაში გაიმარჯვებდა, ის გამოვიდოდა ამ წონით კატეგორიაში.

თქვენი გადმოსახედიდან, შესაძლოა, ლოგიკურად მსჯელობთ, მაგრამ როცა სპორტში ხარ, გიჭირს, 4-წლიანი შრომა უკან დატოვო და სხვა წონაში, სხვა მოწინააღმდეგეებთან გადახვიდე. ამიტომ ვერ დაგეთანხმებით ამაში.

მკითხველი:
- მოგესალმები, ლიპო და გილოცავ მსოფლიოს ჩემპიონატის მორიგ მედალს. ყველას ძალიან გვინდოდა ოქროს მედალი, თუმცა, ვფიქრობ, რომ ახალ წონაში პირველივე მსოფლიოს ჩემპიონატზე ფინალში გასვლა ძალიან კარგი შედეგია. ერთ გარემოებაზე უნდა გავამახვილო ყურადღება: სხვა წაგებულ ფინალებში, ჩემი აზრით, წაგების მიზეზი ის იყო, რომ შენი ჭიდაობა ვერ მოახვიე თავს ვერც ერთ მეტოქეს. ამჯერად კი შენი ჭიდაობა იყო მთელი შეხვედრის განმავლობაში, ვულფი, ფაქტობრივად, განეიტრალებული გყავდა და მეგონა, გამარჯვება მხოლოდ დროის ამბავი იყო. ალბათ, უკვე გააანალიზებდი ამ შეხვედრას და როგორ ფიქრობ, რა დაგაკლდა ჩემპიონობამდე? გასაგებია, რომ ძიუდო ძალიან დინამიკური სახეობაა და წამებში ხდება ყველაფერი, თუმცა, გარკვეული ლოგიკა აქაც არსებობს და ამ ლოგიკისა და შეხვედრის მიმდინარეობის თანახმად, შენ უნდა მოგეგო. მაინტერესებს ამ შეხვედრის შენეული ანალიზი. შენს კარიერას დასაწყისიდანვე ვადევნებ თვალს და მჯერა, რომ კარიერას მსოფლიოსა და ოლიმპიადის ოქროს მედლის გარეშე არ დაასრულებ. გისურვებ დიდ გამარჯვებებს...
- 100%-ით გეთანხმები. იყო ფინალები, სადაც მოწინააღმდეგეს თავს ვერ მოვახვიე ჩემი ჭიდაობა. ამ ფინალებშიც მიმყავდა შეხვედრები, მაგრამ დავუშვი ტაქტიკური შეცდომები და მათ გამო დავმარცხდი.

მკითხველი:
- ვარლამ, ალბათ უყურე ახალგაზრდების ევროპის ჩემპიონატს. როგორ შეაფასებდი მომავალ თაობას? ხომ არ გგონია, რომ ძალიან სუსტი გამოსვლა იყო?
- ვადევნე, კი. შეფასება მწვრთნელების საქმეა, მაგრამ ვერც სუსტს და ვერც წარმატებულს ვერ ვუწოდებდი ამ გამოსვლას. უფრო მეტი შეეძლოთ.
ვალერია არ ჰქვია არამედ ვარლამი,რაც კარგი სახელია,ვიდრე ვალერი
olifante
20:50 30-09-2017
0
ბოლომდე დახარჯვასთან ერთად აუცილებლად საჭიროა ერთი-ფსიქოლოგიური განწყობა, რომ არა ტიტულები, როგორც ლაშამ თქვა, არამედ ჩვეულებრივი ადამიანი ჭიდაობს და შეუძლებელი არაფერია. ისიც ჩვეულებრივი შენნაირია და იმასაც მოსდის შეცდომები. და მეორე არ უნდა იყოს წინასწარი იმედები რომ უკვე გამარჯვებულები ვართ. რადგან არ მომწონს ის კითხვა რომლებსაც ხშირად სვამენ ჟურნალისტები, თუ რას უნდა ველოდოთ მომავალში. თითქოს გაიმარჯვებ თუ არა ან მსოფლიოზე ან ოლიმპიადაზე. გამარჯვება ყველას უნდა რათქმაუნდა.
უზურპატორი
17:26 29-09-2017
0
ამდენი სულელური სჰეკიტხვების მერე ,,,უმეტესობა,,ერტს ვიტკვი ზალიან გაცჰირდება დენისოვტან და ზალიან გაცჰირდება ზანკისჰიევტა უ მაგრესი მოცჰიდავეები არიან.ცარმატებას გისურვებ სახლიკაცოოოო
ravi ra qqitxo
21:58 28-09-2017
2
აქ ყველა კითხვას არ უპასუხა? მეც გავაგზავნე შეკითხვა და ვერ ვნახე პასუხი...
guga
18:32 26-09-2017
0
ვარლამ შენ ხარ საქართვრლოს საამაყო შვილი,იცოდეთ რომ თქვენი ყველა ორთაბრძოლა გულშამატკივრის გულის აჩქარებააა,გაიხარე
გოგა
14:52 26-09-2017
0
არანაირი კითხვა არმაქვს,უბრალოდ უფლის წყალობით გისურვებ ბედნიერებას,წარმატებას,ჯამრთელობას და სულიერ სიმდიდრეს შენს საყვარელ ადამიანებთან ერთად....გულიანი ადამიანი ხარ ნამდვილი ქართველი,უფალმა უმრავლოს საქართველოს შენაირები
giorgi 777
22:47 25-09-2017
1
ცუდად არ გამიგოთ მაგრამ საკითხავია - ამხელა ნიჭის, ტექნიკის, ძალის პატრონი როგორ ახერხებ ყოველთვის ბოლო წამებზე ფინალების წაგებას?
niko
16:29 20-09-2017
1
გამარჯობა კაპიტანო!აღფრთოვანებული ვარ შენი კარიერით!შენ ხარ სპორტსმენი რომელიც მუდამ ფორმაშია,არ მახსოვს რომ რომელიმე ტურნირზე მოუმზადებელი ყოფილიყავი.ერთი კითხვა მაქვს:შენგან განსხვავებით რატომაა რომ საქართველოს ნაკრების თითქმის არცერთი წევრი არ ცდილობს პარტერში ჭიდაობას,მაშინ როცა პირიქით ბევრი მარცხდება მტკივნეულით kachiashvili.giorgi@gmail.com
giorgi kachiashvili
14:50 19-09-2017
1
გვეამაყები საგვარეულოს...ჩემთვის შენი მოგებები პუტინის ფავორიტ სპორცმენებთან საკმარისია...დანარჩენი გამარჯვებები ისე არ მაღელვებს ვაღიარებ...
ბელა ლიპარტელიანი
11:03 19-09-2017
1
პრივეტ კაპიტანო :) მე ძალიან დიდი გულშემატკივარი ვარ შენი ლიპო არამარტო მე ჩემი მომავალი ოლიმპიური ჩემპიონი ვაჟიც და მთელი ოჯახი.კითხვას კი დაგისმევ მარა რამდენი დაგისვა? :) მაინტერესებს ოლიმპიადაზ როცა გაჯილდოვებენ რა შეგძნებაა შინაგანად?.მე მყავს ვაჯი ძიუდოისტი საკმაოთ ჭყვიანი ძალიან სურს ქონდეს კიმანო რომელსაც ეწერება გვარი ლიპარტელიანი ძალიან უნდა და ვერ ვშოულობ უნდა სამახსოვროდ ქონდეს.სადმე არსებობს ასეთი დაწესებულება სადაც შევძლებთ შეძენას???,თუ იმედი ვიქონიოთ რომ ჩვენ ცხოვრებაში ხვთის მადლით სასწაული მოხდება და სადმე გნახავთ და გვაჩუქებთ როგორც ფანებს ჩუქნიან სამახსოვროდ??? აი ესაა ჩემი გულით დასმული კითხვა კაპიტანო. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ თქვენ და თქვენი ლამაზი ოჯახი!. იცოცხლე და იბედნიერე წარმატებებს გისურვებ ლიპო!..598 599 112
პონჩო აბრამოვი
17:29 16-09-2017
2
როგორი იქნება თქვენი უკანასკნელი ტურნირი და რომ დაასრულებთ კარიერას რა გეგმები გაქვთ,თქვენ გახდებით მსოფლიოც და ოლიმპიური ჩემპიონიც ტელეფონი 557621505
Saba Chelidze
17:25 15-09-2017
1
ლიპო თქვენ ჩემი ძიუდოს სტიმული ხართ, მე თქვენ ყველა ნაირად გბაძავთ,მე მჯერა რომ თქვენ მსოფლიო ჩემპიონიც გახდებით და ოლიმპიურიც როდის დაასრულებთ კარიერას და შემდეგ რა გეგმები გაქვთ
Saba Chelidze
16:41 15-09-2017
1
ლიპო თქვენ ჩემი ძიუდოს სტიმული ხართ, მე თქვენ ყველა ნაირად გბაძავთ,მე მჯერა რომ თქვენ მსოფლიო ჩემპიონიც გახდებით და ოლიმპიურიც როდის დაასრულებთ კარიერას და შემდეგ რა გეგმები გაქვთ ტელეფონი 557621505 მისამართი ქუთაისი,ახალგაზრდობის 74 ბინა 14
Saba Chelidze
15 სექტემბერი 2017 17:28
1
ლიპო შენ იმსახურებ ძალიან ბევრს შენ ხარ ყველაზე სტაბილური სპორცმენი მსოფლიოში,იხარე იბედნიერე ბევრი წარმატებები შენ და საქართველოს...ღმერთი გფარავდეს!
დავითი მაისურაძე
13:56 14-09-2017
1
ძალიან მაინტერესებს, რომელი ძიუდოისტია, რომელთანაც ყველაზე მეტად გიჭირს ჭიდაობა და რა განაპირობებს ამას? და კიდევ, კირილ დენისოვი ტატამს მიღმაც ესეთი არასასიამოვნო პიროვნებაა?
bacho
13:39 14-09-2017
1
ლიპო შენ ხარ ყველაზე სტაბილური ადამიანი ნაკრებში და გირსეული კაპიტანი ამიტომ მაინტერესებს რას ფიქრობ ტოკიოს ოლიმპიადაზე უნდა გვქონდეს შენი სტაბილურობის იმედი ? )))
paata
13:18 14-09-2017
1
ლიპო ყოველთვის ვიძახი იმას რომ ნაკრებში ყველაზე სტაბილური ხარ და ღირსეულად იმსახურებ კაპიტნის სახელს, მაინტერესებს რას ფიქრობ ტოკიოს ოლიმპიადაზე უნდა გვქონდეს შენი სტაბილურობის იმედი? )))
Paata.martiashvili.1999@mail.ru
13:10 14-09-2017
1
კაპიტანო,რა აზრის ხართ იმ ადამიანებზე,რომლებიც გარკვეულ პარალელებს ავლებენ სპორტსა და პოლიტიკას შორის,რომლებიც გამოხატავენ არასპორტულ საქციელს ჩვენს მეზობელ ქვეყნის წარმომადგენელ სპორცმენებზე @
berianidze.lasha@inbox.ru
ლაშა ბერიანიძე
12:36 14-09-2017
3
რას ნიშნავს ძიუდო შენთთვის,რაზეა ის დაფუძნებული და ახდენს თუ არა პოლიტიკა სპორტზე და სპორცმენზე ზეგავლენას ემაილი:berianidze.lasha1999@gmail.com
ლაშა ბერიანიძე
12:35 14-09-2017
2
კაპიტანო,რა აზრის ხართ იმ ადამიანებზე,რომლებიც გარკვეულ პარალელებს ავლებენ სპორტსა და პოლიტიკას შორის,რომლებიც გამოხატავენ არასპორტულ საქციელს ჩვენს მეზობელ ქვეყნის წარმომადგენელ სპორცმენებზე
ლაშა ბერიანიძე
12:33 14-09-2017
4
ოთხი ლიპარტელიანიდან რომელსაა აქვს შანსი გახდეს მეორე ოლიმპიური ჩემპიონი
david
08:53 14-09-2017
3
რა აკლია ვარლამ ლიპარტელიანს ოქროს მედლამდე??
ბესო
11:17 13-09-2017
1
როგორ მივიღებთ ვალერის პასუხებს?სად მოგვწერს იგი ?
მალხაზ არაბული
21:45 12-09-2017
1
როგორ იგრძენი თაავი როცა ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვე?
სანან ემაილი:judois.mylife@mail.ru
14 სექტემბერი 2017 11:42
1
სიახლეები პოპულარული