IFHHS: 2016 წლის საუკეთესო მწვრთნელი დიეგო სიმეონეა

AutoSharing Option
ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFHHS) წლის საუკეთესო მთავარი მწვრთნელების რეიტინგი გამოაქვეყნა.

2016 წელს საუკეთესო მწვრთნელად მადრიდის "ატლეტიკოს" თავკაცი დიეგო სიმეონე (113 ქულა) აღიარეს.

სამეულში შევიდნენ მადრიდის "რეალის" მწვრთნელი ზინედინ ზიდანი (108) და "ლესტერის" თავკაცი კლაუდიო რანიერი (86).

აქვე გთავაზობთ საუკეთესო ათეულს:

1. დიეგო სიმეონე (ატლეტიკო) - 113
2. ზინედინ ზიდანი (რეალი) - 108
3. კლაუდიო რანიერი (ლესტერი) - 86
4. ხოსეპ გვარდიოლა (ბაიერნი/მანჩესტერ სიტი) - 62
5. უნაი ემერი (სევილია/პსჟ) - 38
6. ლუის ენრიკე (ბარსელონა) - 24
7. იურგენ კლოპი (ლივერპული) - 16
8. მაურისიო პოჩეტინო (ტოტენჰემი) - 15
9. მასიმილიანო ალეგრი (იუვენტუსი) - 6
10. პიტსო მასიმანე (მამელოდი სანდაუნსი) - 5
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული