პირველად მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში, ვიდეოასისტენტის პრეზენტაცია და ექსპერიმენტი შედგება

AutoSharing Option
თითქოსდა, იტალია-საფრანგეთის დაპირისპირებას (თუნდაც ამხანაგურს) მეტი რაღა ინტრიგა უნდა სჭირდებოდეს, მაგრამ ნახეთ, რა ხდება - გარდა იმისა, რომ 1-ელ სექტემბერს ბარიში "სკუადრა აძურას" მწვრთნელის პოსტზე ჯამპიერო ვენტურას დებიუტი უნდა შედგეს, დაანონსებულია გლობალური მნიშვნელობის მოვლენაც - "სან ნიკოლაზე", პირველად მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში, ვიდეოასისტენტის პრეზენტაცია და ექსპერიმენტი შედგება.

ფეხბურთში ვიდეოტექნოლოგიების დანერგვას მოწინააღმდეგებიც ჰყავდა და მომხრეებიც.

ორივე მხარეს ჰქონდა თავისი არგუმენტი. ერთნი ამტკიცებდნენ, რომ ვიდეორეფერის გამოყენება თამაშს რიტმსა და ხიბლს დააკარგვინებდა, მაგრამ მეორე მხრივ, ბოლო წლებში იმდენად მომრავლდა არჩათვლილი გოლები (ლაპარაკია სიტუაციებზე, როცა
ბურთი ლამის ნახევარი მეტრით კვეთდა კარის ხაზს), რომ აუცილებელი გახდა დამხმარე საშუალებების შემოღება.

ოღონდ აქ ერთი მომენტია - საფეხბურთო საზოგადოება უნდა შეთანხმდეს, რომ ვიდეოტექნოლოგია კონკრეტულად კარის აღების ზუსტად დაფიქსირებაში უნდა დაეხმაროს მსაჯებს და არა ყოველ საკამათო ეპიზოდში (იყო თუ არა თამაშგარე მდგომარეობა და ასე შემდეგ).

იტალია-საფრანგეთის მატჩს, რომელსაც ფიფასა და უეფას მაღალჩინოსნებიც დაესწრებიან, ჰოლანდიელი ბიორნ კუიპერსი განსჯის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე დაგაინტერესებთ