კრიშტიანო რონალდო უეფას ვერსიით საუკეთესოა

AutoSharing Option
* უეფას ვერსიით, 2015/16 წლების სეზონის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად კრიშტიანო რონალდო დასახელდა.

* უეფას ვერსიით, 2015/16 წლების სეზონის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელ ქალად ადა ჰეგერბერგი დასახელდა.

* უეფას საიტზე გულშემატკივრებმა სეზონის საუკეთესო გოლად ლიონელ მესის გოლი დაასახელეს "რომას" კარში.

მონაკოში მხოლოდ ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრა არ გამართულა - დასახელდა (უეფას ვერსიით) ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი ქალი და ვაჟიც.

ვაჟთა შორის სამი ფინალისტი ნომინანტი იყო დარჩენილი, სამივე მადრიდული კლუბებიდან: კრიშტიანო რონალდო და გარეთ ბეილი "რეალიდან", ხოლო ანტუან გრიზმანი "ატლეტიკოდან". როგორც მოსალოდნელი იყო, გამარჯვებულად
რონალდო გამოცხადდა, რომელმაც ლიგის ტიტულს ამ სეზონში ევროპის ჩემპიონის წოდებაც შემატა.

31 წლის პორტუგალიელმა ეს ჯილდო მეორედ მოიპოვა, პირველად იგი უეფამ 2013/14 წლების ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.

ბოლო სეზონში რონალდომ ლა ლიგის 36 მატჩში 35 გოლი გაიტანა და 11 საგოლე პასი გააკეთა; ჩემპიონთა ლიგაზე 12 მატჩში 16 გოლი და 4 საგოლე პასი მიითვალა; ევრო 2016-ზე კრიშტიანომ 7 მატჩში 3 გოლი და 3 საგოლე პასი მიითვალა.

კრიშტიანო რონალდო: "ეს ტიტული ჩემთვის უდიდესი პატივია, მადლობა ჟურნალისტებს ჩემი დაფასებისთვის. ამ ჯილდოს მიღებაში ძალიან დამეხმარნენ ჩემი თანაგუნდელები. მეც ძალიან ბევრი ვიშრომე, მაგრამ მათი მხარდაჭერის გარეშე ვერაფერს მივაღწევდი. ასე რომ, მადლობა "რეალისა" და პორტუგალიის ნაკრების ბიჭებს. პორტუგალიის ნაკრებმა ისტორიაში პირველი დიდი ჯილდო მოიგო და ეს ჩემთვის განსაკუთრებული ემოცია იყო, რადგან ჩემპიონთა ლიგა ადრეც მომიგია. ნაკრებთან ერთად რამის მოგება კი ჩემი კარიერის ოცნება იყო".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
Megobrebo! Mesi ჯadoqari ki ara blandzinkaa. Mgoni ronaldos eprancheba.
nika
19:41 26-08-2016
0
რონალდუ ბრწყინვალე ფეხბურთელია,მაგრამ მესი გენიაა,ჯადოქარია
კახა
15:11 26-08-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული