ჯანი ინფანტინო: აფრიკა მუნდიალზე დამატებით, სულ ცოტა, 2 ადგილს იმსახურებს

AutoSharing Option
ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო კვლავაც გამოდის მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატზე გუნდების რაოდენობის 40-მდე გაზრდის ინიციატივით.

მოქმედი რეგლამენტი მუნდიალზე პლანეტის 32 რჩეული ნაკრების მონაწილეობას ითვალისწინებს, რომელთაგან 5 აფრიკის კონტინენტის წარმომადგენელია.

"ვფიქრობ, რომ 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე 40 ნაკრები უნდა თამაშობდეს. დამატებული რვა საგზურიდან კი, სულ ცოტა, 2 აფრიკას უნდა დავუთმოთ", - აქვეყნებს ინფანტინოს სიტყვებს გაზეთი Marca.

ამრიგად, თუკი ფიფას პრეზიდენტის ინიციატივა მხარდაჭერილი იქნება, 2026 წლის მუნდიალზე, მინიმუმ, შვიდი აფრიკული ქვეყნის ეროვნული გუნდი იქნება წარმოდგენილი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული