კოპა ამერიკა. C ჯგუფი: მექსიკა პირველია, ვენესუელა - მეორე [VIDEO]

AutoSharing Option
აშშ-ში მიმდინარე კოპა ამერიკის 2016 წლის გათამაშების ჯგუფურ ეტაპზე ბოლო, მესამე ტურის შეხვედრები C ჯგუფში გაიმართა. ერთმანეთში ფრედ, 1:1 დაასრულეს შეხვედრა ჯგუფის ლიდერმა მექსიკისა და ვენესუელის ნაკრებებმა და 7-7 ქულით პლეი ოფში გავიდნენ. ჯგუფში პირველობა ბურთების უკეთესი შეფარდებით მექსიკამ მოიპოვა.

ქალაქ ჰიუსტონში, სტადიონ "რელიანტზე", თბილისის დროით გამთენიისას გამართულ შეხვედრაში ვენესუელა ანგარიშში წინ ხოსე ვალასკესმა უკვე მე-10 წუთზე გაიყვანა. მექსიკელებმა მე-80 წუთზე ხესუს კორონას გოლით გაათანაბრეს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

კოპა ამერიკაზე ასპარეზობა ნაადრევად დაასრულეს ურუგვაისა და იამაიკის ეროვნულმა ნაკრებებმა. ურუგვაელებმა ბოლო ტურში სამი
უპასუხო გოლი კი გაუტანეს მეტოქეს, მაგრამ საბოლოოდ ჯგუფში მესამე ადგილს დასჯერდნენ.

ანგარიში 21-ე წუთზე აბელ ერნანდესმა გახსნა, 66-ზე კი იამაიკელმა ჯი-ვონ უოტსონმა საკუთარ კარში გაიტანა. საბოლოო ანგარიში მატიას კორუხომ 88-ე წუთზე დააფიქსირა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბრაზილიამ და ურუგვაიმ ჩაიხადეს კოჭებამდე!
გაგა
11:37 14-06-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული