ევროუქმეების წინ: ბარსელონური დერბი გადამწყვეტ დროს

AutoSharing Option
ფაქტებ
* 5 ტოპ-ლიგიდან სამში ჩემპიონის ვინაობა ცნობილია. ამ ტურში შეიძლება გაირკვეს ტიტულის მფლობელთა ვინაობა გერმანიასა და ესპანეთშიც.
* "ბაიერნი" ჩემპიონია: ა) თუ იმარჯვებს "ინგოლშტადთან". ბ) თუ "დორტმუნდი" "აინტრახტთან" დამარცხდება.
* "ბარსელონა" ჩემპიონია, თუ მოუგებს "ესპანიოლს", ხოლო "ატლეტიკო" "ლევანტესთან" დამარცხდება და "რეალი" ვერ მოუგებს "ვალენსიას".
* დღეისათვის ევროპაში ყველაზე გრძელი მოგებათა სერია "პლზენს" (ჩეხეთი) აქვს - 16 მატჩი.


ტრადიციული საფეხბურთო ევროუქმეები მალე დასრულდება. ხუთიდან სამ ლიგაში ჩემპიონატის მთავარ კითხვას პასუხი უკვე გაეცა.

ეს შეიძლება მოხდეს ესპანეთსა და გერმანიაშიც. თუ ბუნდესლიგაში ბაიერნის
გაჩემპიონებას ველით, ესპანეთში მოწინავე სამეული იმდენად ახლოშია ერთმანეთთან, რომ "ბარსას" ნაადრევი გაჩემპიონება ნაკლებად მოსალოდნელია, მით უფრო რომ ლუის ენრიკეს კრებულს პრინციპული მატჩი ელის - ბარსელონური დერბი.

ლა ლიგა
ბარსელონა-ესპანიოლი

ჩემპიონობისთვის და ოქროს ბუცისთვის
ბარსელონური დერბი სულ 183-ედ, ლა ლიგაში 164-ედ ხოლო "კამპ ნოუზე" 91-ედ გაიმართება. მართალია, "ესპანიოლს" სატურნირო მოტივაცია აღარ შერჩა - მხოლოდ ენითაუწერელი გაუმართლებლობა უნდა შეემთხვას მას, რომ გავარდეს ლა ლიგიდან - მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს, "ესპანიოლი" უთუოდ ეცდება ლუის ენრიკეს გუნდს კვანტი გამოსდოს. ამ შემთხვევაში მადრიდელ მდევრებს დიდებული შანსი მიეცემათ.

"ბარსელონა" საჩემპიონო რბოლის მოგებას აპირებს და "ესპანიოლის" დამარცხებით კი ეს მიზანი ცალი ფეხით მიღწეული იქნება. აი, ლუის სუარესი კი "ოქროს ბუცისთვის" ბრძოლას ლიდერობს 35 ქულით და ამიტომაც დერბიში დამატებით იქნება მოტივირებული.

სავარაუდო შემადგენლობა
ბარსელონა (4-3-3): ბრავო - დ. ალვეში, პიკე, მასკერანო, ალბა - რაკიტიჩი, ბუსკეტსი, ინიესტა - მესი, ლ. სუარესი, ნეიმარი.

ლა ლიგა
რეალი-ვალენსია

ლიგის ფინალისტთა საფიქრალი
"ბარსელონას" ორი მდევარი საქმეს ვალენსიურ კლუბებთან გაარჩევს, თუმცა "ატლეტიკოსა" და "რეალს", უკვე ლიგის ფინალისტებს, სულ სხვადასხვა სირთული ტური ელის. დიეგო სიმეონეს კრებული, ვისაც დიდი ხნით ტრავმირებული ტიაგო მენდეში უბრუნდება, უკვე გავარდნილ "ლევანტესთან" ელის რანდევუ. ზინედინ ზიდანის "რეალი" კი მოფერიანებულ "ვალენსიას" დაუხვდება და უთუოდ, უფრო გაუჭირდება. ქულების დაკარგვა მადრიდელებს არაფრით აწყობთ.

"სამეფო კლუბი" "ღამურებს" ჩემპიონატის ეგიდით, 162-ედ ეთამაშება. წინა 161 დაპირისპირებიდან 83 "რეალმა" მოიგო, 43 კი "ვალენსიამ". "რეალმა" ახლახან გადაიტანა ნახევარფინალური ჯახი "მანჩესტერ სიტისთან" და ჯერაც არ არის ეიფორიიდან გამოსული, "რეალს" ჯერ კიდევ აკლია ქარიმ ბენზემა და კრიშტიანო რონალდო ფორმაში არაა. მოკლედ, ზიდანს და კომპანიას ბრძოლა ელის, თუმცა მაიმც გამარჯვების ფავორიტია.

სავარაუდო შემადგენლობა
რეალი (4-3-3): კ. ნავასი - კარვახალი, ს. რამოსი, პეპე, მარსელო - მოდრიჩი, ისკო, ხ. როდრიგესი - ლ. ვასკესი, ხესე, რონალდო.

პრემიერლიგა
ლესტერი-ევერტონი

მეფე კლაუდიო და ტრიუმფი
გაჩემპიონებული "ლესტერი" ზეიმს საკუთარ "კინგ პაუერზე" მოიწყობს. კლაუდიო რანიერის ბიჭები "ევერტონს" ხვდებიან, რომელიც უმოტივაციო კი არის, მაგრამ რობერტო მარტინესი მოხსნის პირასაა და სავარაუდოდ, მოინდომებს რომ მისმა ბიჭებმა იბრძოლონ და ჩემპიონთან კარგად ითამაშონ.

რა თქმა უნდა, სტადიონზე დიდებული ატმოსფერო იქნება და მას "მელიების" გამარჯვება მოუხდება. "ლესტერს" ჯეიმი ვარდი უბრუნდება, რომელიც ეცდება თავი გამოიჩინოს, ბომბარდირობის შანსი ჯერ კიდევ არის. გამორიცხული არც ის არის, იტალიელმა სპეციალისტმა ისეთ ფეხბურთელებს მისცეს სათამაშო დრო, რომლებიც იშვიათად გამოდიან ხოლმე მინდორზე.

მაგალითად, გრეის, ვასილევსკის, დაიერსა და სხვებს. "კანფეტები" სავარაუდოდ საბრძოლო შემადგენლობით იქნებიან. რომელუ ლუკაკუსა და კიდევ რამდენიმე მოთამაშეს თავის გამოჩენა სურთ, რომ მსურველებმა უფრო იაქტიურონ.

კლადიო რანიერის ტრიუმფი კი წინასამატჩო პრესკონფერენციიდან დაიწყო, როცა იტალიელ თავკაცს ჟურნალისტები შამპანურით შეეგებნენ. თამაშის წინ "მეფე კლაუდიოს" თხოვნით, "ლესტერის" ჰიმნს ანდრეა ბოჩელი იმღერებს.

Sportall.Ge

პრემიერლიგა
სიტი-არსენალი

რომ ღირსეულად წავიდეს
"სიტიმ" "რეალთან" ბოლომდე იბრძოლა, მაგრამ ფინალში გასვლა ვერ მოახერხა და ახლა პრემიერლიგაზე უნდა გადმოერთოს. "ქალაქელებს" ოთხეულში ადგილი აქვთ დასაცავი და პლუს, მესამეზე გასასვლელად უნდა იბრძოლონ. მათი კონკურენტი ამ მხრივ, სწორედ "არსენალია", რომელსაც ცხადია, მესამე ადგილის დათმობა არ უნდა და შეეცდება ფრეს მაინც მიაღწიოს.

ფრე კი "სიტისთვის" არცთუ მისაღები შედეგი იქნება, რადგან თანაქალაქელ "მანჩესტერს" და "ვესტ ჰემს" არ სძინავთ. მოკლედ, "ეტიჰადზე" კარგ ომსა და ორთაბრძოლას ველოდებით. აღსანიშნავია ისიც, რომ "სიტის" ნავსი აქქვს გასატეხი, რადგან "მეთოფეებს" ყველ ტურნირს თუ ჩავთვლით, უკვე 5 მატჩია ვერ უგებს - 3 წაგება, 2 ფრე.

მანუელ პელეგრინისთვის არსენ ვენგერი უხერხული მეტოქეა და ჩილელმა სეპეციალისტმა ეს უნდა გადალახოს. სანამ პელეგრინი პოსტს პეპ გვარდიოლას დაუთმობს, მუსიე არსენსაც უნდა აჯობოს და "სიტი" ლიგის ზონაში გაიყვანოს, რომ ღირსეულად წავიდეს.

ვენგერის მდგომარეობაც საკმაოდ მძიმეა. "ნორვიჩთან" შეხვედრისას საპროტესტო გამოსვლებმა პიკს მიაღწია. ფანების დიდ ნაწილს ბანერები ეჭირათ, რომელზედაც წარწერები იყო: "ცვლილებების დროა". ვენგერისადმი მიმართული ბანერებიც ვიხილეთ: "დიდი მადლობა არსენ ყველაფრისთვის, მაგრამ წასვლის დროა".

სახალისო ბანერიც იყო: "რანიერიმ 9 თვეში მოიგო პრემიერლიგა, ჩვენ კი 12 წელია ვენგერის წუწუნს ვუსმენთ". თავად ვენგერი ამბობს, რომ არსად წასვლას არ აპირებს. ასეა თუ ისე, ვენგერს სეზონის მაქსიმალურად კარგად ჩატარება სჭირდება, თორემ პოსტიდან დათხოვნა შეიძლება, დაემუქროს.

სერხიო აგუერო ბომბარდირობისთვის ბრძოლას აგრძელებს და მეტოქის კარზე ტრადიციულად დაგეშილი იქნება. მესუთ იოზილი თავისი მორიგი საგოლე პასის მითვლას ეცდება. ვენგერმა ისიც უნდა გადაწყვიტოს ოლივიე ჟირუ დააყენოს ძირითადში თუ დენი უელბეკი.

სერია A
ტორინო-ნაპოლი

სარიმ უნდა მოიგოს
სერია A-ს 37-ე ტურში ყველაზე საინტერესო მატჩი ტურინშია დაგეგმილი, სადაც "ტორინო" "ნაპოლის" უმასპინძლებს და შეეცდება, რომ მეტოქეს ჰაერივით საჭირო ქულები აართვას.

"ტორინოს" სატურნირო თვალსაზრისით ბევრი არაფერი უნდა, თუმცა სეზონის მაჟორულ ნოტზე დასრულება სურს და ამად იყო, რომ წინა ტურში, "უდინეზეს" სასტიკი მარცხი აგემა. ტურინელებმა 5:1 სძლიეს მეტოქეს და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სეზონის საუკეთესო მატჩი გამართეს. მოკლედ.

"ტორინო" "ნაპოლის" ამაღლებული განწყობით ხვდება - არადა, სამ ქულას ნეაპოლელებისთვის გაცილებით დიდი მნიშვნელობა აქვს...

თუ "რომამ" საკუთარ კედლებში "კიევო" დაამარცხა, რისი ალბათობაც საკმაოდ მაღალია და ამავდროულად, "ნაპოლიმ" ქულები დაკარგა, მეორე ადგილზე დედაქალაქური გუნდი აინაცვლებს, სამხრეთელები კი მესამე პოზიციაზე ჩამოქვეითდებიან.

ნეაპოლელებისთვის ცუდი პერსპექტივაა და ამად არის, რომ მაურიციო სარი შეგირდების გამხნევებას ომახიანი განცხადებებით ცდილობს:

"მთელი სეზონი თავდაუზოგავად ვიშრომეთ, ბევრი ვიბრძოლეთ და ეს გარჯა წყალში არ უნდა ჩავყაროთ. წინ ფინალის ტოლფასი ორი მატჩი გველოდება, რომლებშიც სასურველია, რომ ქულათა მაქსიმუმი ავიღოთ. სკუდეტოსთვის ბრძოლა არ გამოვიდა, მაგრამ ჩვენ გვჭირდება მეორე ადგილი და შესაბამისად, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საგზური. "ნაპოლი" სწორი გზით მიდის და ეს აუცილებლად უნდა დავამტკიცოთ".

"ნაპოლის" ყველა წამყვანი ფეხბურთელი მწყობრში ჰყავს და ამიტომ, მაურიციო სარი ნაცად ტაქტიკას და ოპტიმალურ შემადგენლობას დაეყრდნობა. შეტევის წინა ხაზზე ხოსე კალეხონს, ლორენცო ინსინიეს და გონსალო იგუაინს ვიხილავთ, შუახაზს კი ალანი, ჰამშიკი და ჟორჟინიო გაამაგრებენ.

ლიგა 1
ლიონი-მონაკო

სამეულის ბედი
"ლიონი"-"მონაკოს" შეხვედრაში სამეულის ბედი წყდება. ამ გუნდებს მდევრებთან 4-ქულიანი უპირატესობა აქვთ და ვიტყოდით, ფრე მეტ-ნაკლებად მისაღები შედეგი იქნება-თქო, მაგრამ "ლიონს" ფრე ხელს არ უნდა აძლევდეს, რადგან ბოლო ტურში "რეიმსს" სტუმრობს, ჯაბა კანკავას გუნდს კი ქულები ძალიან სჭირდება.

ამიტომაც, ლიონელებმა მოსაგებად უნდა ითამაშონ, თანაც საკუთარ კედლებში. "მონაკოს" კი ბოლო ტურში მოგება არ უნდა გაუჭირდეს, მონეგასკები უმოტივაციო "მონპელიეს" ხვდებიან.

ინგლისი. პრემიერლიგა. XXXVII ტური
შაბათი. 7 მაისი
ნორვიჩი-მანჩესტერი 15:45
სანდერლენდი-ჩელსი 18:00
ასტონ ვილა-ნიუკასლი 18:00
კრ. პალასი-სტოკი 18:00
ვესტ ჰემი-სუონსი 18:00
ბორნმუთი-ვესტ ბრომვიჩი 18:00
ლესტერი-ევერტონი 20:30

კვირა. 8 მაისი
ტოტენჰემი-საუთჰემპტონი 16:30
სიტი-არსენალი 19:00
ლივერპული-უოტფორდი 19:00

დისკვალიფიკაცია: ფელაინი (მანჩესტერი), ჰუთი, დრინკვოტერი (ლესტერი), ალი (ტოტენჰემი), სმითი (ლივერპული), ა. სისოხო (ასტონ ვილა), ფუნეს მორი (ევერტონი).

ესპანეთი. ლა ლიგა. XXXVII ტური
კვირა. 8 მაისი
სოსიედადი-ვალეკანო 19:00
რეალი-ვალენსია 19:00
ვილიარეალი-დეპორტივო 19:00
ხეტაფე-სპორტინგი 19:00
ეიბარი-ბეტისი 19:00
ბარსელონა-ესპანიოლი 19:00
სევილია-გრანადა 19:00
ლას პალმასი-ბილბაო 19:00
სელტა-მალაგა 19:00
ლევანტე-ატლეტიკო 19:00

დისკვალიფიკაცია: ხოსე მარი, რუბენ გარსია (ლევანტე), ალბენტოსა (მალაგა), ზადუა, ბერგარა, ოიერი (რეალ სოსიედადი), კაბრალი (სელტა), სებალიოსი, ვესტერმანი (ბეტისი), ა. გონსალესი, ო. დუარტე (ესპანიოლი), ფ. ნავარო, ბორხესი (დეპორტივო), ნაჩო (რეალი), ლაპორტი (ბილბაო), ნ'ზონზი (სევილია).

იტალია. სერია A. XXXVII ტური
შაბათი. 7 მაისი
ინტერი-ემპოლი 20:00
ბოლონია-მილანი 22:45

კვირა. 8 მაისი
რომა-კიევო 14:30
სამპდორია-ჯენოა 17:00
კარპი-ლაციო 17:00
ფიორენტინა-პალერმო 17:00
ფროზინონე-სასუოლო 17:00
ატალანტა-უდინეზე 17:00
ვერონა-იუვენტუსი 22:45
ტორინო-ნაპოლი 22:45

დისკვალიფიკაცია: მჭედლიძე (ემპოლი), გორი, ჩიბსა (ფროზინონე), ტომოვიჩი (ფიორენტინა), ფელიპე (უდინეზე), მანჯუკიჩი, პოგბა, ერნანეში, ლიხტშტაინერი (იუვენტუსი), მურილიო (ინტერი), კრსტიჩი (სამპდორია), ბ. კეიტა, ჯენტილეტი (ლაციო), ა. გომესი, პალეტა (ატალანტა).

გერმანია. ბუნდესლიგა. XXXIII ტური
შაბათი. 7 მაისი
შალკე-აუგსბურგი 17:30
გლადბახი-ლევერკუზენი 17:30
ჰამბურგი-ვოლფსბურგი 17:30
შტუტგარტი-მაინცი 17:30
აინტრახტი-დორტმუნდი 17:30
კიოლნი-ვერდერი 17:30
ჰანოვერი-ჰოფენჰაიმი 17:30
ჰერტა-დარმშტადტი 17:30
ინგოლშტადტი-ბაიერნი 17:30

დისკვალიფიკაცია: შტრიობლი (ჰოფენჰაიმი), ჰოლანდი (დარმშტადტი), ბალოგუნი, ჰაკი (მაინცი), ინსუა (შტუტგარტი), ლემანი (კიოლნი), ბაუერი (ინგოლშტადტი), ბელარაბი (ლევერკუზენი), პლატენჰარდტი (ჰერტა), სეფეროვიჩი (აინტრახტი), ვაიგლი (დორტმუნდი).

საფრანგეთი. ლიგა 1. XXXVII ტური
შაბათი. 7 მაისი
ბორდო-ლორიანი 23:00
ნანტი-კაენი 23:00
გაზ. აიაჩო-პსჟ 23:00
ლილი-გენგამი 23:00
მონპელიე-რენი 23:00
ნიცა-სტ. ეტიენი 23:00
მარსელი-რეიმსი 23:00
ლიონი-მონაკო 23:00
ბასტია-ანჟერი 23:00
ტულუზი-ტრუა 23:00

დისკვალიფიკაცია: ტომასი, მენგანი (ანჟერი), გასამა (ლორიანი), ობადი (ლილი), კურტი, კონფაისი (ტრუა), პერენი (სენტ ეტიენი), მოდესტო (ბასტია), რომაო, ბატშუაი, მენდი, როლანდო (მარსელი), ილტონი (მონპელიე), ჟირესი (გენგამი), ა. ტრაორე (რეიმსი), ბამუ, ვისკარონდო (ნანტი), ფაბინიო (მონაკო).

თურქეთი. სუპერლიგა. XXXII ტური
კვირა. 8 მაისი
გალათასარაი-ბეშიქთაში 21:00

ბომბარდირები
35 ლუის სუარესი ბარსელონა
34 ზლატან იბრაჰიმოვიჩი პსჟ
32 გონსალო იგუაინი ნაპოლი
31 კრიშტიანო რონალდო რეალი
27 რობერტ ლევანდოვსკი ბაიერნი
25 ჰარი კეინი ტოტენჰემი
25 ლიონელ მესი ბარსელონა
25 პიერ-ემერიკ ობამეიანგი დორტმუნდი
23 ქარიმ ბენზემა რეალი
23 ნეიმარი ბარსელონა
23 სერხიო აგუერო სიტი

ასისტენტები
18 მესუთ იოზილი არსენალი
15 ჰენრიკ მხითარიანი დორტმუნდი
15 ლიონელ მესი ბარსელონა
15 ლუის სუარესი ბარსელონა
13 ანხელ დი მარია პსჟ
13 კრისტიან ერიკსენი ტოტენჰემი
13 კოკე ატლეტიკო
13 ზლატან იბრაჰიმოვიჩი პსჟ
12 პოლ პოგბა იუვენტუსი

სერიები
პრემიერლიგა
მოგებები: ვესტ ჰემი, საუთჰემპტონი - 2-2
წაუგებელი: ვესტ ჰემი, ლესტერი - 10-10
ფრეები: ტოტენჰემი, სანდერლენდი - 2-2*
მოუგებელი: ასტონ ვილა - 11*
წაგებები: ასტონ ვილა - 11*
მშრალი მატჩი: არსენალი - 3
უგოლო მატჩი: ნორვიჩი - 3*

ლა ლიგა
მოგებები: რეალი - 10*
წაუგებელი: რეალი - 10
ფრეები: -
მოუგებელი: დეპორტივო - 6
წაგებები: ვალეკანო, ბეტისი - 2-2
მშრალი მატჩი: ატლეტიკო - 4*
უგოლო მატჩი: ბეტისი, სოსიედადი - 2-2

სერია A
მოგებები: იუვენტუსი - 10*
წაუგებელი: იუვენტუსი - 26*
ფრეები: -
მოუგებელი: ფროზინონე, ფიორენტინა, მილანი - 3-3
წაგებები: ჯენოა, უდინეზე - 2-2
მშრალი მატჩი: ბოლონია, პალერმო - 2-2
უგოლო მატჩი: კიევო, ემპოლი - 2-2

ბუნდესლიგა
მოგებები: ლევერკუზენი - 7
წაუგებელი: დორტმუნდი - 15
ფრეები: -
მოუგებელი: შტუტგარტი, ვოლფსბურგი - 7-7
წაგებები: შტუტგარტი - 4
მშრალი მატჩი: აუგსბურგი - 3
უგოლო მატჩი: -

ლიგა 1
მოგებები: პსჟ - 4
წაუგებელი: ლიონი - 9
ფრეები: კაენი - 2*
მოუგებელი: კაენი - 5
წაგებები: რეიმსი - 3
მშრალი მატჩი: სტ. ეტიენი - 6
უგოლო მატჩი: ლორიანი, ანჟერი - 2-2

* - ტოპ-5-ის ლიდერები ამ სერიაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ამას დაუმატეთ ბეილის ტრავმა რომელიც ამ მატჩს გამოტოვებს.
"რეალს"
21:45 07-05-2016
0
ჯერ ერთი სუარესს 35 ქულა კი არა 35 გოლი აქვს გატანილი, მეორეც შემადგენლობას რო წერთ იქნებ გაგხსენებოდათ, რო ბრავომ ტრავმა მიიღო ბოლო მატჩში და მოედანზე ტერ შტეგენი გამოვა.
სუარესი
21:43 07-05-2016
0

სიახლეები პოპულარული