"ამსტერდამ არენა" იოჰან კრუიფის სახელს მიიღებს?

AutoSharing Option
ამსტერდამის "აიაქსის" საშინაო არენას, შესაძლოა, სახელწოდება შეეცვალოს.

როგორც Voetbal International-ი იტყობინება, ჰოლანდიის ეროვნული ნაკრებისა და ამსტერდამული კლუბის ლეგენდარული ფეხბურთელის, იოჰან კრუიფის გარდაცვალების შემდეგ სტადიონმა შეიძლება მისი სახელი მიიღოს.

აღნიშნული ინიციატივა ქალაქის მერმაც განიხილა და დადებითად შეაფასა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას "აიაქსის" აუქციონერები მიიღებენ.

შეგახსენებთ, რომ კრუიფი გუშინ, 24 მარტს, 68 წლის ასაკში გარდაიცვალა. XX საუკუნის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის გარდაცვალების მიზეზი ფილტვის კიბო გახდა.

ასევე იხილეთ:
ლეგენდარული ჰოლანდიელი ფეხბურთელი და მწვრთნელი იოჰან კრუიფი გარდაიცვალა
იოჰან კრუიფის კარიერის გამორჩეული ეპიზოდები [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული