უეფამ ევროთასებიდან "დნიპრო" და "გალათასარაი" მოკვეთა

AutoSharing Option
თურქულ და უკრაინული წყაროებზე დაყრდნობით ირკვევა, რომ უეფამ სტამბოლის "გალათასარაი" და დნეპროპეტროვსკის "დნიპრო" ევროთასებიდან მოკვეთა.

შეგახსენებთ, რომ "დნიპროს" ღირსებას საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი სანდრო კობახიძე იცავს.

უეფას აღმასკომის უკრაინელმა წევრმა არტიომ ფრანკოვმა განაცხადა, რომ "დნიპრო" ერთი სეზონით მოიკვეთა. ეს დისკვალიფიკაცია ძალაშია სამი სეზონის განმავლობაში.

სანქციის მიზეზი ვალია, რომელიც "დნიპროს" ყოფილი თავკაცისადმი, ხუანდე რამოსისადმი მართებს - 31 იანვრამდე გუნდს ესპანელი სპეციალისტისთვის 1,7 მილიონი ევრო უნდა გადაეხადა, მაგრამ არ გადაუხდია.

"მილიეთის" ცნობით, იგივე სანქცია შეეხო "გალათასარაის". ამჯერად, დისკვალიფიკაციის მიზეზი ფინანსური ფეარ პლეის დარღვევაა.
ორივე გუნდს აპელაციის შეტანის უფლება აქვს.

ამასთან, ცნობილი გახდა, რომ უეფამ შეაჩერა თანამშრომლობა რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტოსთან. მიზეზი ოფიციალურ საიტზე არ არის განმარტებული.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული