საოცარი ამბავი 5 წლის მურთაზაზე

AutoSharing Option
5 წლის ავღანელი ბიჭუნა მურთაზა აჰმადი თავის კუმირს, "ბარსელონას" ვარსკვლავს, ლიონელ მესის შეხვდება.

ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ სოციალურ ქსელებში გავრცელდა ფოტო, სადაც ავღანელი ბიჭუნა პოლიეთილენის პარკისგან დამზადებულ მაისურშია გამოწყობილი და თოვლში ბურთს აგორებს. "მაისურზე" კი, რომელიც არგენტინის ნაკრების ფერებშია, ლიონელ მესის ნომერი და სახელია დაწერილი.

Sportall.Ge

მურთაზა ომგადატანილ ღარიბულ ქალაქ გაზნიში ცხოვრობს, რომელიც ავღანეთის სამხრეთით მდებარეობს.

მას ძალიან უყვარს ფეხბურთი და ლიონელ მესი.

"ძალიან მიყვარს ფეხბურთი და ლიონელ მესი. ერთხელაც მას შევხვდები. ძალიან მინდა,
მას ვგავდე", - თქვა მურთაზამ.

მურთაზას მამას არ ჰქონდა საშუალება, შვილისთვის ნამდვილი ფორმა ეყიდა და ამის გამო მურთაზა სულ ტიროდა. თუმცა მურთაზას უფროსმა ძმამ მას, იმ მომენტში ხელში რაც მოხვდა, ფორმა გაუკეთა და პატარა ბიჭუნას სახეზე ღიმილმა გაიბრწყინა.

"ჩვენს სახლთან ახლოს საფეხბურთო მოედანი არ არის, მხოლოდ ბურთი გვაქვს და ისიც დაზიანებულია", - თქვა ბიჭუნამ CNN-თან საუბარში.

Sportall.Ge

მას შემდეგ, რაც მურთაზას ფოტო სოციალურ ქსელებში მოხვდა, ყველას გაუჩნდა სურვილი, ბიჭუნა მოეძებნათ და ეს გამოუვიდათ კიდეც. აღსანიშნავია, რომ მესის პატარა ფანის მოძებნა BBC-ის ჯგუფის ძალისხმევით მოხერხდა.

მურთაზას ოჯახს ავღანეთის ფეხბურთის ფედერაცია დაუკავშირდა, პატარა ბიჭუნას "ბარსელონას" ორიგინალი სათამაშო კომპლექტი აჩუქა და ასევე, დაჰპირდა, რომ ყველაფერს იზამდნენ მის კუმირთან, ლიონელ მესისთან შეხვედრის ორგანიზებისთვის.

"ჩვენ უკვე დავუკავშირდით ლიონელ მესის და "ბარსელონას" შეხვედრის ორგანიზების მიზნით", - თქვა ავღანეთის ფეხბურთის ფედერაციის დელეგატმა ალი კაზემიმ.

თავად მესიმ კი მზაობა გამოთქვა, პატარა ავღანელ ბიჭუნას შეხვდეს. ესეც happy end!
მეც ამეტირა..აი, როგორი არიან დიდი, მაგრამ მაინც უბრალო ადამიანები.
tika
16:38 04-02-2016
0
მესი მაგარი ადამიანია
tete
05:49 04-02-2016
0
მაგიტომაცაა მესი მაგარი კაციიი! უეჭველი შეხვდებაა
georgian
22:56 03-02-2016
0
ამეტირა...ღმერთო ყველას შეგვეწიე
კაკუნა
22:16 03-02-2016
0
და მალე ახალი სტატია იქნება ბიბისი-ზე მესი და მურთაზა ;)
მიშა
22:13 03-02-2016
0
საღოლ მურთაზ:)
0
სიახლეები პოპულარული