კოლუმბიის ნაკრებს ჯექსონ მარტინესი გამოაკლდა

AutoSharing Option
კოლუმბიის ნაკრების ფორვარდი ჯექსონ მარტინესი არგენტინასთან 2018 წლის მუნდიალის შესარჩევის მატჩში ვერ ითამაშებს.

ამის შესახებ ინფორმაციას კოლუმბიის ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური ავრცელებს.

29 წლის ფეხბურთელმა ჩილესთან შეხვედრის ბოლოს (1:1) მუხლი დაიზინა და შეცვლა ითხოვა.

კოლუმბიასა და არგენტინას შორის გასამართი მატჩი 17 ნოემბერს ბარანკილიეში გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული