ფიფას პრეზიდენტის არჩევნების სავარაუდო თარიღი დასახელდა

AutoSharing Option
ფეხბურთის საერთაშორისო ორგანიზაციის, ფიფას პრეზიდენტის არჩევნები, სავარაუდოდ, 2015 წლის 16 დეკემბერს, ციურიხში გაიმართება. თარიღი ივლისში დაზუსტება, ხმის მიცემაში კი მონაწილეობას ორგანიზაციის ყველა, 209-ვე წევრი ასოციაცია მიიღებს.

ფიფას მოქმედმა პრეზიდენტმა ზეპ ბლატერმა, რომელიც ახლახან აირჩიეს, კორუფციული სკანდალის გამო თანამდებობის დატოვების შესახებ გამოაცხადა. ამჟამად ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელია.

შეგახსენებთ, რომ ციურიხში დაწყებული გამოძიების შედეგად, ორგანიზაციის შვიდი მაღალჩინოსანი დააკავეს. ამავდროულად, შვეიცარიის პოლიციამ საქმე აღძრა გარკვეულ პირთა ჯგუფზე, რომლებიც მსოფლიოს 2010, 2018 და 2022 წლების ჩემპიონატების მასპინძელი ქვეყნების არჩევნებზე ფულის გათეთრებაში არიან ეჭვმიტანილნი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული