უკრაინაში ტური გადაიდო, ფომენკომ კი სანაკრებო სია ჩამოწერა

AutoSharing Option
უკრაინისკენ ამჟამად ლამის მთელი ცივილიზებული სამყაროს ყურადღებაა მიპყრობილი. მიზეზების ჩამოთვლას არ შევუდგებით, რადგან ეს ჩვენი გაზეთის თემატიკას სცდება. უკრაინელები ნელ-ნელა დაუბრუნდებიან ცხოვრების ტრადიციულ რიტმს და ამაში თავისი როლი ფეხბურთმაც უნდა ითამაშოს.

იქამდე კი, ვიდრე სიტუაცია დალაგდება, ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს თხოვნით, პროფესიული ფეხბურთის ლიგამ მე-19 ტური, რომელიც 28 თებერვლიდან 2 მარტამდე უნდა გამართულიყო, მოგვიანებით გადადო. სავარაუდოდ, ის 26 მარტს შედგება, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით ჯერ მიღებული არ არის.

ჩემპიონატის გადაწევა არ ნიშნავს საფეხბურთო ცხოვრების შეჩერებას. 5 მარტს უკრაინელებს ხარკოვში
ამერიკისთვის უნდა ემასპინძლათ. იმავე მიზეზებით, მხარეთა შეთანხმებით, ამხანაგური მატჩი კვიპროსში გაიმართება. ნაკრების თავკაცმა მიხაილ ფომენკომ იურგენ კლინსმანის შეგირდების წინააღმდეგ მოსამზადებლად ფეხბურთელებს უკვე უხმო.

მეკარეები: ანდრეი პიატოვი (შახტარი), რუსტამ ხუჯამოვი (ილიჩევეცი), დენის ბოიკო (დნიპრო).

მცველები: ვიაჩესლავ შევჩუკი, ალექსანდრ კუჩერი, იაროსლავ რაკიცკი (შახტარი), ევგენი ხაჩერიდი, ევგენი მაკარენკო (დინამო), არტემ ფედეცკი (დნიპრო), ანდრეი პილიავსკი (მაკაბი, ჰაიფა)

ნახევარმცველები: ოლეგ გუსევი, ანდრეი იარმოლენკო, რომან ბეზუსი, დენის გარმაში, სერგეი სიდორჩუკი (დინამო), ევგენი კონოპლიანკა, რუსლან როტანი (დნიპრო), ნიკოლაი მოროზიუკი (მეტალურგი, დ), ტარას სტეპანენკო (შახტარი), ედმარი (მეტალისტი, ხ), დენის დედეჩენკო (ვორსკლა), ანატოლი ტიმოშჩუკი (ზენიტი), დმიტრი ხომჩენოვსკი (ზორია)

თავდამსხმელები: ევგენი სელეზნიოვი, რომან ზოზულია (დნიპრო), მარკო დევიჩი (მეტალისტი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული