პირველად 2020 წლის შემდეგ - იურგენ კლინსმანი სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდა

AutoSharing Option
იურგენ კლინსმანი სამხრეთ კორეის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდა. 58 წლის სპეციალისტმა აზიელებთან კონტრაქტი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბოლომდე გააფორმა.

სამხრეთ კორეის ბოლო დამრიგებელი პორტუგალიელი პაულო ბენტო გახლდათ, რომელმაც თანამდებობა 2022 წლის მუნდიალის შემდეგ დატოვა.

მოგეხსენებათ, სანაკრებო დონეზე კლინსმანს საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს, ის გერმანიასა და აშშ-ს წვრთნიდა, ბოლოს კი ბერლინის "ჰერტაში" იყო დასაქმებული, საიდანაც 2020 წელს წამოვიდა და მას შემდეგ უმუშევარი იყო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული