ომი და მშვიდობა "სან სიროზე": გერმანიისთვის იტალია აუღებელ ციხე-სიმაგრედ რჩება [VIDEO]

AutoSharing Option
იოახიმ ლიოვისთვის საიუბილეო, გერმანიის ნაკრების თავკაცის რანგში რიგით მე-100 შეხვედრაში ბუნდესგუნდი "სან სიროზე" მატს ჰუმელსმა ტონი კროოსის მიერ ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ ზუსტი თავური დარტყმით დააწინაურა, მაგრამ იტალიელებმა ანგარიში 20 წუთში, ბრწყინვალე კომბინაციით გაათანაბრეს, რომელიც მილანისტა ინაციო აბატემ მაუნუელ ნოიერისთვის აუღებელი დარტყმით დააგვირგვინა - 1:1.

ასე რომ, გერმანიამ იტალიას ისევ ვერ მოუგო. შეგახსენებთ, ბუნდესგუნდს "სკუადრა აძურა" ოფიციალურ მატჩში არასდროს დაუმარცხებია, ამხანაგურ შეხვედრაში კი გერმანიის ბოლო გამარჯვება იტალიასთან 18 წლის წინათ დაფიქსირდა...

ლიოვის საიუბილეო ექსპერიმენტები
იტალიის ნაკრების თავკაცმა ჩეზარე პრანდელიმ თავისი გუნდის
ძირითადი შემადგენლობა ფაქტობრივად წინა დღეს, პრესკონფერენციაზე გააჟღერა, როცა თქვა, რომ ჯუზეპე როსის პაბლო ოსვალდო შეცვლიდა, დანარჩენი ათი სასტარტო მოთამაშის გამოცნობა კი ძნელი არც იყო. მით უმეტეს, რომ დანიელე დე როსის მცირე ტრავმა აწუხებდა და პრანდელიმ ეს უკანასკნელი სათადარიგოთა სკამზე დატოვა.

ლიოვმა კი მისთვის საიუბილეო მატჩში რამდენიმე ექსპერიმენტს მიმართა: ფილიპ ლამი საყრდენ ნახევარმცველად გაამწესა, მარჯვენა მცველად კი ბუნდესგუნდში ბენედიქტ ჰიოვედესი ვიხილეთ. მარცხენა მცველის პოზიციაზე არა მარსელ შმელცერი, არამედ ჰამბურგელი მარსელ იანსენი იდგა, მარცხენა გარემარბად კი ანდრე შიურლე - ლიოვმა მარკო როისი სკამზე დატოვა და მოედანზე მხოლოდ მეორე ტაიმში შეუშვა. მესუთ იოზილს გრიპი ჰქონდა და მისი თამაშში ჩართვა მხოლოდ მეორე ტაიმში მოხერხდა, ძირითადში კი, გამთამაშებლად ტონი კროოსი იყო გამწესებული. გერმანიის ნაკრებში ყველაზე წინ მარიო გიოტცე თამაშობდა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
გიოტცემ ცენტრფორვარდად ვერ ივარგა
შეტევის დროს გერმანელების ტაქტიკა ფაქტობრივად 4-3-3 გახლდათ, რომელშიც კლასიკური საყრდენი მხოლოდ ლამი იყო, ხედირა და კროოსი კი ნახევრად შემქმნელ და ნახევრად ჩამშლელთა ფუნქციებს ასრულებდნენ. მიულერი და შიურლე ფლანგებზე აქტიურობდნენ, გიოტცე კი ცენტრფორვარდის პოზიციაზე თითქმის საერთოდ არ ჩანდა - აშკარა და ლოგიკურია, რომ მარიო ამ ადგილზე თავს კარგად ვერ გრძნობს.

თავიდან იტალიელებმა შეუტიეს და ნახევრადმომენტიც შექმნეს, რომელიც მარიო ბალოტელის დამსახურება გახლდათ, გერმანელთა პირვერლივე იერიშს კი გოლი მოჰყვა: კროოსმა კუთხური ჩააწოდა, ჰუმელსი ყველაზე მაღლა ახტა და ჯიჯი ბუფონის კარში ბურთი თავით გადაგზავნა. გოლის შემდეგ გერმანია მცირე უპირატესობას დაეუფლა, თუმცა იტალიელები აზრზე მალევე მოვიდნენ და 20 წუთში წონასწორობა მშვენიერი კომბინაციით აღადგინეს, რომელიც აბატემ მოხდენილი და ზუსტი დარტყმით დააგვირგვინა. გაშვებულმა ბურთმა გერმანია ისევ არია.

პრანდელის გუნდის სავიზიტო ბარათი აქტიური პრესინგია და იტალიელები გერმანელებს არა მარტო დროულად აწუხებდნენ, არამედ ორთაბრძოლებშიც უკეთ გამოიყურებოდნენ. "აძურის" შეტევების აბსოლუტური უმრავლესობა, რა თქმა უნდა, ცენტრიდან, პირლოზე გავლით ხორციელდებოდა, თუმცა იტალიელები მაღალი და შორეული პასების სტრატეგიასაც აქტიურად იყენებდნენ, გერმანელებს კი მოკლე და სწრაფი პასებით სურდათ წარმატების მიღწევა.

კროოსის და მოტას კინკლაობა
მეორე ტაიმში უფრო აქტიური დაპირისპირება გაჩაღდა, რომელშიც ინიციატივას უფრო იტალიელები ფლობდნენ. გერმანელები თავს საკმაოდ პასიურად იცავდნენ, შეტევისას კი ბურთს ერთობ იოლად კარგავდნენ, რაც ლიოვის გუნდისთვის დამახასიათებელი ნამდვილად არ არის, თუმცა ეს იტალიის ნაკრების ნახევარმცველების დამსახურებაა, განსაკუთრებით ტიაგო მოტასი.

სწორედ ამ უკანასკნელს უკავშირდება ის, რაც მეორე ტაიმის მეორე ნახევარში მოხდა, როცა მატჩი ამხანაგურის ჩარჩოებს გასცდა. ბურთის დაკარგვით განრისხებულმა კროოსმა მოტას ორჯერ უშედეგოდ მოუქნია ფეხი, მერე კი მესამედაც სცადა და მწარედაც მოარტყა. ამით გაწიწმატებული მარკიზიო კროოსთან მიიჭრა და რამდენიმე მწარე სიტყვა უთხრა, თავად მოტა კი კროოსს სახეზე ხელითაც შეეხო. პორტუგალიელ არბიტრ ოლეგარიო ბენკერენშას კროოსის და მოტას გაძევება შეეძლო, მაგრამ ორივე დაინდო და მათ ყვითელი ბარათები აკმარა.

საბოლოო ჯამში, "სან სიროზე" ინტენსიური და როგორც მოსალოდნელი იყო, ძალიან დაძაბული პაექრობა ვიხილეთ. საგოლე მომენტები ბევრი არ ყოფილა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გერმანიამ სამჯერ მოარტყა ბურთი ბუფონის კარის ძელს. სულ ბოლო წუთზე კი გერმანელებს გამარჯვების გოლის გატანის რეალურზე რეალური შანსი მიეცათ, მაგრამ დაიბნენ...
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
იტალია-გერმანია 1:1
გოლები: 0:1 ჰუმელსი (8), 1:1 აბატე (28)
იტალია (4-1-3-2): ბუფონი - აბატე, ბარძალი (71. ოგბონა), ბონუჩი, კრიშიტო - ტიაგო მოტა - მარკიზიო, პირლო (82. ჩერჩი), მონტოლივო - ოსვალდო (53. კანდრევა), ბალოტელი.
გერმანია (4-2-3-1): ნოიერი - ჰიოვედესი, ჟ. ბოატენგი, ჰუმელსი, იანსენი - ლამი, ხედირა (67. ს. ბენდერი) - თ. მიულერი (87. ლ. ბენდერი), კროოსი, შიურლე (59. როისი) - გიოტცე (59. იოზილი).
გაფრთხილება: მარკიზიო, ტიაგო მოტა - ლამი, კროოსი
მაყურებელი: 35 000

სამხრეთ კორეა-შვეიცარია 2:1
გოლები: 0:1 კასამი (7), 1:1 ჰონი (56), 2:1 ლი (85)

ბელარუსი-ალბანეთი 0:0

ჩეხეთი-კანადა 2:0
გოლები: 1:0 ჩელუსტკა (3), 2:0 ჰორავა (81)

რუსეთი-სერბეთი 1:1
გოლები: 1:0 სამედოვი (30), 1:1 ჯორჯევიჩი (31)

ესტონეთი-აზერბაიჯანი 2:1
გოლები: 0:1 რ. ალიევი (44), 1:1 ზენიოვი (54), 2:1 ლინდრეპე (66)

დანია-ნორვეგია 2:1
გოლები:1:0 კვისტი (13), 1:1 მ. პედერსენი (78), 2:1 ბოილესენი (90)

თურქეთი-ჩრდ. ირლანდია 1:0
გოლი: 1:0 ერდინგი (45)

ირლანდია-ლატვია 3:0
გოლები:1:0 კინი (22), 2:0 მაკგიდი (68), 3:0 ლონგი (79)

პოლონეთი-სლოვაკეთი 0:2
გოლები: 0:1 კუჩკა (31), 0:2 მაკი (38)

ინგლისი-ჩილე 0:2
გოლები: 0:1 ა. სანჩესი (7), 0:2 ა. სანჩესი (94)
ინგლისი (4-4-2): ფორსტერი - ჯონსონი, ჯონსი (57. სმოლინგი), კეჰილი, ბეინესი - მილნერი (65. დეფო), უილშირი (71. კლევერლი), ლამპარდი (71. ჰენდერსონი), ლალანა (77. ბარკლი) - რუნი, ჯ. როდრიგესი (57. ტაუნსენდი)

შოტლანდია-აშშ 0:0

ეკვადორი-არგენტინა 0:0

16 ნოემბერი
ჰოლანდია-იაპონია 16:15
უელსი-ფინეთი 22:00
ეკვ. გვინეა-ესპანეთი 01:00
ბრაზილია-ჰონდურასი 04:30

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
იტალიაააააააააააააააააააააააააააა!!!!!!!!!!!!გერმანელებო ვერ უგებთ ვერა! იტალია უძლიერესია!
del piero
18:46 16-11-2013
0
მაგარი ისაა რომ არავის არ უნდა ჩვენთან თამაში ყაზახეთის გარდა და იმათაც ამოუვიდათ ამდენი მოგება ყელში :D ეს *** კაცი კიდე პასუხებს ელოდება მწვრთნლისგან თურმე... *** ყველამ ნაკრებიდან და ფედერაციიდან.
PARFIUMER
14:54 16-11-2013
0

სიახლეები პოპულარული