ტოპ-5 ლიგა: სენსაცია გერმანიაში, შექსპირი საპატიო სამეულში, "ლაციო" ფინალში [VIDEO]

AutoSharing Option
წუხელ ევროპის ტოპ-5 ლიგებიდან სამში მორიგი ტურები დაიწყო. სენსაცია მოხდა გერმანიაში, სადაც მიუნხენის "ბაიერნის" სეზონში მეორე მარცხი ვიხილეთ.

იულიან ნაგელსმანის გუნდი "ალიანც არენაზეც" უგებდა "ბაიერნს" I წრეში, თუმცა საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანა, მაგრამ წუხელ კარლო ანჩელოტის ექსპერიმენტულ კრებულს ნაკლებად გაუმართლა.

გამარჯვების გოლი ზინსჰაიმში ანდრეი კრამარიჩმა გაიტანა ძალიან მაგარი დარტყმით. მატჩის შემდეგ ნაგელსმანმა განაცხადა, "ბაიერნის" დამარცხებას დიდხანს ველოდით და ძალიან ბედნიერები ვართო. კარლო ანჩელოტი "ჰოფენჰაიმის" სათამაშო სტილით გაკვირვებული დარჩა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ეს, რა თქმა უნდა, დიდად ვერ შეცვლის საჩემპიონო რბოლას, რომელშიც
"ბაიერნი" თითქმის მოგებულია. აღვნიშნავთ, რომ რურის დერბის ფრის მერე, "დორტმუნდმა" იმარჯვა, ხოლო "შალკემ" წააგო. "კიოლნისა" და "აინტრახტის" დაპირისპირებას კი გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი დაესწრო.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

* * *
მადრიდის "ატლეტიკომ" მოკრძალებული ანგარიშით დაამარცხა "რეალ სოსიედადი" - 1:0. ყოფილი გუნდის წინააღმდეგ თავი არ გამოუჩენია ანტუან გრიზმანს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ბილბაოს" ვეტერანმა ფორვარდმა არიც ადურისმა მოაგებინა, რომელმაც "ესპანიოლის" კარში დუბლი მიითვალა.

* * *
კრეიგ შექსპირი მხოლოდ მესამე მწვრთნელია, რომელმაც პრემიერლიგის პირველი ხუთი მატჩი მოიგო - "ლესტერის" მოულოდნელ თავკაცამდე ეს კარლო ანჩელოტიმ და ხოსეპ გვარდიოლამ შეძლეს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"მანჩესტერ იუნაიტედი" ბოლო წამებზე ზლატან იბრაჰიმოვიჩის პენალტით დაუძვრა წაგებას "ევერტონთან", თუმცა ჟოზე მოურინიო იხტიბარს არ იტეხს - ორი აშკარა გოლი არ ჩაგვითვალესო.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

* * *
რომაულ დერბიში "რომამ" 3:2 დაამარცხა "ლაციო", მაგრამ იტალიის თასის ფინალში სიმონე ინძაგის გუნდი გავიდა, რომლის მეტოქეც დღეს ნეაპოლში გაირკვევა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ესპანეთი. ლა ლიგა. XXX ტური
ბილბაო-ესპანიოლი 2:0
გოლები: 1:0 ადურისი (17-პენ), 2:0 ადურისი (37)
ბილბაო (4-2-3-1): არიზაბალაგა - დე მარკოსი, იერაი ალვარესი, ლაპორტი, საბორიტი - იტურასპე, ბენიატი (81. მიკელ რიკო) - სუსაეტა, რაულ გარსია (73. სან ხოსე), მუნიაინი (62. ვილიამსი) - ადურისი
ესპანიოლი (4-2-3-1): დიეგო ლოპესი - ვიქტორ სანჩესი, დავიდ ლოპესი, დიეგო რეიესი, ვიქტორ ალვარესი - ფუეგო, როკა (46. ხურადო) - მელენდო (46. ერნან პერესი), დიოპი, პიატი - ალვარო ვასკესი (75. კაისედო)
მაყურებელი: 38 262

ბეტისი-ვილიარეალი 0:1
გოლი: 0:1 ადრიან ლოპესი (47)
ბეტისი (5-3-2): ადანი - პიჩინი (54. ხოაკინი), ბრუნო გონსალესი, პეცელა, ტოშჩა (78. ალეგრია), დურმისი - ბრაშანაცი (77. დონკი), პარდო, სებალიოსი - რუბენ კასტრო, სანაბრია
ვილიარეალი (4-4-2): ანდრეს ფერნანდესი - მარიო გასპარი, მუსაჩო, რუისი, ხოსე ანხელი - კასტილიეხო, როდრიგო ერნანდესი, ჯონათან დოს სანტოსი, რობერტო სორიანო (68. ბრუნო სორიანო) - სანსონე (64. ბაკამბუ), ადრიან ლოპესი (85. ხაუმე კოსტა)
მაყურებელი: 25 477

ატლეტიკო-სოსიედადი 1:0
გოლი: 1:0 ფილიპე ლუიში (28)
ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ხუანფრანი, სავიჩი, გოდინი, ფილიპე ლუიში - კოკე, გაბი, საულ ნიგესი, ფერეირა-კარასკო - ფერნანდო ტორესი (82. ხოსე ხიმენესი), გრიზმანი (72. ანხელ კორეა)
რეალ სოსიედადი (4-2-3-1): რული - ოდრიოზოლა (39. ელუსტონდო), რაულ ნავასი, ინიგო მარტინესი, ბერჩიჩე - გრანერო (74. ხუანმი), ზუბელდია - ველა, ჩაბი პრიეტო (46. ოიარზაბალი), კანალესი - ვილიან ჟოზე
მაყურებელი: 43 132

ოთხშაბათი. 5 აპრილი
ბარსელონა-სევილია 21:30
ალავესი-ოსასუნა 22:30
სპორტინგი-მალაგა 22:30
დეპორტივო-გრანადა 22:30
ლეგანესი-რეალი 23:30

ხუთშაბათი. 6 აპრილი
ეიბარი-ლას პალმასი 21:30
ვალენსია-სელტა 23:30

ბომბარდირები: 25 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 23 - ლუის სუარესი (ბარსელონა); 19 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 15 - იაგო ასპასი (სელტა); 14 - ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო).

ინგლისი. პრემიერლიგა. XXXI ტური
ბარნლი-სტოკი 1:0
გოლი: 1:0 ბოიდი (58)
ბარნლი (4-4-2): ჰიტონი - ლოუტონი, კინი, მი, ს. უარდი - ჰენდრიკი, დეფური (57. დეფური), ბარტონი, ბოიდი - ვოუკსი (85. ტარკოვსკი), ე. გრეი (78. ბარნსი).
სტოკი (3-4-2-1): გრანტი - შოუკროსი, მარტინს ინდი, მუნიესა - დიუფი, ქემერონი, ადამი, პიტერსი - ალენი (85. აფელაი), არნაუტოვიჩი - ბერაჰინო (71. კრაუჩი).
მაყურებელი: 20 308

ლესტერი-სანდერლენდი 2:0
გოლები: 1:0 სლიმანი (69), 2:0 ვარდი (78)
ლესტერი (4-4-2): შმეიხელი - სიმპსონი, ბენალუანი, ჰუთი, ფუხსი - მაჰრეზი, ნდიდი (82. ე. კინგი), დრინკუოტერი, დ. გრეი (62. ოლბრაიტონი) - ოკაზაკი (62. სლიმანი), ვარდი.
სანდერლენდი (4-1-4-1): პიკფორდი - ბ. ჯოუნსი, დენაიერი, კონე, ოვიედო - კეტერმოლი (73. ანიჩებე) - ლარსონი (73. ხაზრი), როდუელი (80. გიბსონი), ნდონგი, ბორინი - დეფო.
მაყურებელი: 21 757

უოტფორდი-ვესტ ბრომვიჩი 2:0
გოლები: 1:0 ნიანგი (13), 2:0 დინი (49)
უოტფორდი (4-3-2-1): გომეში - კეტკარტი, პრიოდლი (45. იანმაატი), ბრიტოსი, ჰოლებასი - კაპუ, დუკური, ქლევერლი - ამრაბატი (69. მარიაპა), ნიანგი (79. საჩისი) - დინი.
ვესტ ბრომვიჩი (4-3-3): ბ. ფოსტერი - დოუსონი, მაკოული (56. მორისონი), ევანსი, ნიომი - ფლეტჩერი, ლივერმორი (61. რონდონი), ბრანტი - ჩადლი, რობსონ-კანუ, მაკკლინი (46. ფილიპსი).
გაძევება: ბრიტოსი (65. უოტფორდი)
მაყურებელი: 20 090

მანჩესტერ იუნ-ევერტონი 1:1
გოლები: 0:1 იაგიელკა (22), 1:1 იბრაჰიმოვიჩი (90+4-პენ)
მანჩესტერი (4-3-3): დე ხეა - იანგი (65. შოუ), ბაილი, როხო, ბლინდი (46. პოგბა) - ერერა, ქერიკი (65. მხითარიანი), ფელაინი - ლინგარდი, რაშფორდი, იბრაჰიმოვიჩი.
ევერტონი (4-3-3): რობლესი - ჰოლგეიტი, იაგიელკა, უილიამსი, ბეინსი - გეიე, ბერი, თ. დევისი - ბარკლი (80. კალვერტ-ლიუინი), მირალასი (67. პენინგტონი), ლუკაკუ.
გაძევება: უილიამსი (90+3)
მაყურებელი: 75 255

ოთხშაბათი. 5 აპრილი
არსენალი-ვესტ ჰემი 22:45
ჰალი-მიდლსბრო 22:45
სუონსი-ტოტენჰემი 22:45
საუთჰემპტონი-კრ. პალასი 22:45
ჩელსი-სიტი 23:00
ლივერპული-ბორნმუთი 23:00

ბომბარდირები: 21 - რომელუ ლუკაკუ (ევერტონი); 19 - ჰარი კეინი (ტოტენჰემი); 18 - ალექსის სანჩესი (არსენალი); 17 - დიეგო კოშტა (ჩელსი); 16 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (მანჩესტერ იუნ); 14 - აგუერო (მანჩესტერ სიტი), ჯერმეინ დეფო (სანდერლენდი), დელე ალი (ტოტენჰემი).

გერმანია. ბუნდესლიგა. XXVII ტური
დორტმუნდი-ჰამბურგი 3:0
გოლები: 1:0 კასტრო (13), 2:0 კაგავა (81), 3:0 ობამეიანგი (93)
დორტმუნდი (4-3-3): ბიურკი - პიშჩეკი, გინტერი, ბარტრა, გერეირო (78. პასლაკი) - კაგავა, ვაიგლი (78. შაჰინი), კასტრო - დემბელე, ობამეიანგი, მორი (60. პულიშიჩი).
ჰამბურგი (4-2-3-1): ადლერი - დიკმაიერი, ეკდალი (83. იანიჩიჩი), მავრაი, ოსტჟოლეკი - უოლასი, გ. საკაი - გრეგორიჩი (60. ჰანტი), ჰოლტბი, კოსტიჩი - ვუდი (84. ლასოგა).
მაყურებელი: 81 360

კიოლნი-აინტრახტი 1:0
გოლი: 1:0 იოიჩი (53)
კიოლნი (4-2-3-1): ტ. ჰორნი - კლიუტნერი, სიორენსენი, ჰაინტცი, ი. ჰექტორი - იოიჩი, მ. ლემანი - ჰიოგერი (46. ბიტენკური), კლემენსი (71. სუბოტიჩი), რაუში - მოდესტე.
აინტრახტი (3-4-1-2): ჰრადეცკი - ვალეხო, აბრაამი, ოჩიპკა - მ. ვოლფი, მასკარელი, გაჩინოვიჩი, ტავათა (62. ბარკოკი) - ფაბიანი (65. ჰრგოტა) - სეფეროვიჩი, რებიჩი.
მაყურებელი: 49 300

ვერდერი-შალკე 3:0
გოლები: 1:0 გებრე სელასიე (24), 2:0 კრუზე (76-პენ), 3:0 ეგშტაინი (80)
ვერდერი (3-5-2): ვიდვალდი - ველიკოვიჩი, მოისანდერი, კალდიროლა - გებრე სელასიე, გრილიჩი, დელანი (46. ეგშტაინი), იუნუზოვიჩი, გარსია - პისარო (+0. ბარტელსი), კრუზე (89. კაინცი).
შალკე (4-2-3-1): ფერმანი - შიოპფი, ჰიოვედესი, ნასტასიჩი, კერერი - გორეტცკა, სტამბული - დ. კალიჯური, მ. მაიერი (62. კონოპლიანკა), ჩუპო-მოტინგი (62. ჰუნტელაარი) - ბურგშტალერი (86. დი სანტო).
მაყურებელი: 38 000

ჰოფენჰაიმი-ბაიერნი 1:0
გოლი: 1:0 კრამარიჩი (21)
ჰოფენჰაიმი (3-5-2): ბაუმანი - ზიულე, ფოგტი, ბ. ჰიუბნერი - ტოლიანი, რუდი (75. ტერაცინო), დემირბაი (62. შვეგლერი), ამირი, ცუბერი - ვაგნერი (62. სალაი), კრამარიჩი.
ბაიერნი (4-3-3): ულრაიხი - რაფინია, ხავი მარტინესი, ჰუმელსი, ალაბა (75. ბერნატი) - ჩაბი ალონსო, ვიდალი, რენატო სანჩესი (72. რიბერი) - რობენი, ლევანდოვსკი, კომანი.
მაყურებელი: 30 150

ოთხშაბათი. 5 აპრილი
გლადბახი-ჰერტა 22:00
მაინცი-ლაიპციგი 22:00
ვოლფსბურგი-ფრაიბურგი 22:00
აუგსბურგი-ინგოლშტადტი 22:00
დარმშტადტი-ლევერკუზენი 22:00

ბომბარდირები: 25 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი); 24 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი); 22 - ანტონი მოდესტე (კიოლნი); 14 - ტიმო ვერნერი (ლაიპციგი).

იტალიის თასი. 1/2 ფინალი. საპასუხო მატჩი
რომა-ლაციო 3:2 (0:2)
გოლები: 0:1 სავიჩი (37), 1:1 ელ შაარავი (43), 1:2 იმობილე (56), 2:2 სალაჰი (66), 3:2 სალაჰი (90)
რომა (4-3-3): ალისონი - რუდიგერი, მანოლასი, ჟუანი (46. პერესი), ემერსონი - ნაინგოლანი, პარედესი (81. ტოტი), სტროტმანი - სალაჰი, ელ შაარავი (71. პეროტი), ჯეკო
ლაციო (3-5-2): სტრაკოშა - ბასტოსი, დე ვრი (46. ჰოედტი), ვოლასი - ბასტა, სავიჩი, ბილია (71. მურჯა), ლულიჩი, ლუკაკუ - ანდერსონი (57. კეიტა), იმობილე
მაყურებელი: 50 000

ოთხშაბათი. 5 აპრილი
ნაპოლი-იუვენტუსი 22:45 (1:3)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული