არგენტინის ნაკრები: ვინ შეცვლის ლიონელ მესის

AutoSharing Option
არგენტინის ნაკრები პერუსთან მნიშვნელოვანი საგარეო შეხვედრისთვის ემზადება. დედაქალაქში, "ესტადიო ნასიონალ დე ლიმაზე" თამაში ადვილი არ იქნება, მიუხედავად იმისა, რომ პერუელები ბოლოსწინა ადგილზე არიან.

"ალბისელესტეს" ლიონელ მესი არ ეყოლება და ყველას აინტერესებს, როგორ ითამაშებს ედგარდო ბაუსას გუნდი ლეოს გარეშე. მწვრთნელმა თავისი გეგმების შესახებ ისაუბრა და იმ კითხვასაც უპასუხა, თუ ვინ იქნება მესის ნაცვლად და ვინ ითამაშებს მე-9 ნომრის პოზიციაზე. კანდიდატი სამი იყო - გონსალო იგუაინი, ლუკას პრატო და ლუკას ალარიო.…

"მე-9 ნომრის პოზიციაზე იგუაინი ითამაშებს, თუ ის ჯანმრთელი იქნება. ფორვარდის ოდნავ
უკან თამაში კარგად გამოუვა სერხიო აგუეროს, რომელსაც დიდებული მატჩის ჩატარება შეუძლია, ფორმაშია.

მესის პოზიციაზე კი ან პაულო დიბალა დადგება, ან ანხელ კორეა. ამას მაშინ გადავწყვეტ, როდესაც ამ ფეხბურთელებს ვარჯიშებზე კარგად დავაკვირდები.

ასევე, მაინტერესებს კრანევიტერის სათამაშო ფორმა. თუ ყველაფერი რიგზეა, იგი მასკერანოსთან ერთად ძირითად შემადგენლობაში მოხვდება.

კრანევიტერი ზუსტად იმავე სტილის ფეხბურთელი არ არის, როგორისაც ევერ ბანეგაა, მაგრამ ტაქტიკური თვალსაზრისით, მათ ერთ პოზიციაზე უწევთ თამაში. ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან პერუ მთელი გუნდით უტევს ხოლმე და ორგანიზებულად უნდა ვითამაშოთ.

რაც შეეხება ჩემს სიას, დიახ, ჩვენ გვაქვს 60-კაციანი სია და ამ ფეხბურთელებს ვაკვირდებით, რადგან არავინ უნდა გამოგვრჩეს. მაგალითად, ამ წუთისთვის აკუნია და ბელუში ძალიან კარგ ფორმაში არიან და ჩვენ მათთვის თვალყურის მიდევნებას ვაგრძელებთ" - განმარტა ბაუსამ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული