კარლოს ტევესი, რომელმაც ესეკიელ ამა დაასახიჩრა, სასჯელს გადაურჩა

AutoSharing Option
არგენტინის ფეხბურთის ასოციაციამ გადაწყვიტა, არ დასაჯოს კარლოს ტევესი, რომელმაც მოწინააღმდეგეს მძიმე ტრავმა მიაყენა. "ბოკა ხუნიორსის" ვარსკვლავმა "არხენტინოს ხუნიორსთან" მატჩში (3:1) ფეხი მოსტეხა ესეკიელ ამას.

ამა ორმაგი მოტეხილობით სასწრაფოდ ჰოსპიტალში გააქანეს, ხოლო მსაჯს არაფრით დაუსჯია "მანჩესტერ სიტისა" და ტურინის "იუვენტუსის" ყოფილი ფეხბურთელი.

სადისციპლინო კომიტეტმა ეს ინციდენტი განიხილა და ტევესის საქციელში წინასწარი განზრახვა ვერ ამოიკითხა. ასე რომ, ის ამ საქმიდან მშრალად გამოძვრა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული