არგენტინა-მექსიკა 2:2 - მხსნელი აგუერო და მესი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
9 სექტემბერს აშშ-ის ქალაქ არლინგტონში ამხანაგური შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს არგენტინისა და მექსიკის ეროვნული გუნდები დაუპირისპირდნენ. მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა.

მე-19 წუთზე ანგარიში მექსიკელმა ხავიერ ერნანდესმა გახსნა, რომელმაც პენალტი ზუსტად დაარტყა. მეორე ტაიმის შუაში კი ექტორ ერერამ (70-ე წუთი) მექსიკელთა უპირატესობა ორბურთიანი გახადა.

არგენტინელებმა თამაშის გადარჩენა ბოლო 5 წუთში მოახერხეს - 85-ე წუთზე სერხიო აგუერომ გაიტანა, ძირითადი დროის ამოწურვამდე წუთით ადრე კი გოლი ლიონელ მესიმ მიითვალა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:2.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული