მილეთის ხალხი "ბომბონერაზე" - 50 ათასი კარლოს ტევესის პრეზენტაციაზე

AutoSharing Option
"ბოკა ხუნიორსმა" კარლოს ტევესი ფანებს წარუდგინა. ფორვარდის პრეზენტაციას 50 ათასი მაყურებელი დაესწრო! "ლა ბომბონერა" უძღები შვილის დაბრუნებას შესაბამისად შეეგება.

შეგახსენებთ, რომ 31 წლის ტევესმა, "იუვენტუსში" ჩატარებული ბრწყინვალე სეზონის მიუხედავად, სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტა.

არგენტინის ნაკრების თავდამსხმელი სულ პატარაობაში "ოლ ბოისში" აგორებდა ბურთს, მერე კი "ბოკაში" ჩაირიცხა და სწორედ იქ შედგა მისი პროფესიული დებიუტი 2001 წელს, სადაც 2004 წლის ჩათვლით დარჩა.

ახლა კი კარიერის იქვე დასრულება აქვს გადაწყვეტილი, მაგრამ იქამდე ჯერ ადრეა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული