სერხიო აგუერო მშობლიურ კლუბ "ინდეპენდიენტეს" 5 ფეხბურთელს უყიდის

AutoSharing Option
არგენტინული გრანდი "ინდეპენდიენტე" მეორე დივიზიონში გავარდა. მისი წარუმატებლობა გულთან ახლოს მიაქვს ყოფილ ფეხბურთელ სერხიო აგუეროს, რომელიც "მანჩესტერ სიტიში" თამაშობს.

სერხიო ცდილობს, მშობლიურ კლუბს დაეხმაროს. მან გადაწყვიტა საკუთარი ხარჯებით დააფინანსოს 5 ფეხბურთელის ტრანსფერი, რომლებიც "ინდეპენდიენტეს" პრიმერა დივიზიონში დაბრუნებაში დაეხმარება.

ფეხბურთელის მამა კლუბის რეაქციით განაწყენებულია:

"სერხიომ გუნდს შესთავაზა 5 მაღალი დონის ფეხბურთელის ყიდვა და მათი მხრიდან არანაირი დაინტერესება არ ჩანს, არც მთავარ მწვრთნელს, არც პრეზიდენტს არ დაურეკიათ. ეს ჩემი შვილის უპატივცემულობაა".

ასევე იხილეთ:
სერხიო აგუეროს "მანჩესტერ სიტის" დატოვება სურს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული