უცხოური ფეხბურთი

სამხრეთ ამერიკა

მექსიკის მთავარი მწვრთნელი ექვსმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

AutoSharing Option
მექსიკის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ხუან კარლოს ოსორიო ექვსმატჩიანი დისკვალიფიკაციითა და 5000 შვეიცარიული ფრანკით დააჯარიმეს მსაჯთა კორპუსის შეურაცხყოფის გამო.

ოსორიომ მსაჯებს შეურაცხყოფა 2 ივლისს კონფედერაციის თასის მესამე ადგილისთვის მატჩში მიაყენა, სადაც მისი გუნდი პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს ეპაექრებოდა.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, კოლუმბიელმა მსაჯების მიმართ აგრესიული განწყობა გამოავლინა. 

"გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს დაუყოვნებლივ" - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

როგორც იცით, მექსიკის ეროვნულმა ნაკრებმა მესამე ადგილისთვის მატჩი მოსკოვში პორტუგალიასთან ანგარიშით 1-2 დათმო, გადამწყვეტი გოლი ჩრდილოამერიკელებმა მატჩის 90-ე წუთზე პენალტიდან მიიღეს, რის შედეგადაც მედლის გარეშე დარჩნენ.