რონალდინიო: "ბარსელონაში" ნეიმარი კარგი სანახავი იქნება

AutoSharing Option
"ბარსელონას" ყოფილი ლიდერი, ბრაზილიელი რონალდინიო მოხარულია, რომ მისი ახალგაზრდა თანამემამულე ნეიმარი კარიერას კატალონიურ კლუბში გააგრძელებს.

შეგახსენებთ, ახლახან "სანტოსის" ფეხბურთელის კატალონიურ კლუბში გადასვლის საკითხს წერტილი დაესვა. ამ მოვლენას რონალდინიოც გამოეხმაურა.

"ძალიან გამახარებს "ბარსელონაში" ნეიმარის დანახვა. ეს დიდებული კლუბია, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს ლიგაში გამოდის.

ეჭვგარეშეა, ნეიმარი კარგად შეეწყობა გუნდს, რადგან მას აქვს ყველაფერი საიმისოდ, რათა მსოფლიოში საუკეთესო გახდეს", - თქვა რონალდინიომ goal.com-თან.

ევროპაში გამგზავრებამდე ნეიმარს კონფედერაციის თასზე თავის გამოჩენის შესაძლებლობა ექნება, რომელიც მის სამშობლოში 15 ივნისიდან დაიწყება. ტურნირში ვერ ითამაშებს რონალდინიო,
რადგან ბრაზილიის ნაკრებში ის არ მიიწვიეს.

ასევე იხილეთ:
ნეიმარი "ბარსელონას" 54 მილიონი ევრო დაუჯდა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული