ანხელ დი მარია შესაძლოა ლონდონის "ჩელსიში" გადავიდეს

AutoSharing Option
პსჟ-ის ნახევარმცველი ანხელ დი მარია შესაძლოა ლონდონის "ჩელსიში" გადავიდეს. ამის შესახებ ინფორმაციას ვებგვერდი donbalon.com ავრცელებს.

წყაროს ცნობით არგენტინელ ფეხბურთელს პარიზელთა თავკაცის უნაი ემერის ტაქტიკა არ მოსწონს. ამ ფაქტის გამოყენებს კი "ჩელსის" მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე აპირებს.

შეგახსენებთ, რომ დი მარია უკვე თამაშობდა ინგლისში 2014/15 წლების სეზონში "მანჩესტერ იუნაიტედში".

მიმდინარე სეზონში დი მარიას ანგარიშზე ლიგა 1-ში 7 ჩატარებული მატჩია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული