პსჟ-ის მცველ სერჟ ორიეს სასამართლომ თავისუფლების ორი თვით აღკვეთა მიუსაჯა

AutoSharing Option
"პარი სენ-ჟერმენის" მცველი სერჟ ორიე ფრანგულმა სასამართლომ ორი თვით თავისუფლების აღკვეთითა და 2,1 ათასი ევროს ოდენობის ჯარიმით დასაჯა. ოღონდ, ფრანგული მედიის ცნობით, სასჯელი პირობითია და 23 წლის ფეხბურთელს ციხეში ჩასმა არ ემუქრება.

2016 წლის მაისში, ღამის კლუბიდან გამოსულმა სერჟ ორიემ პოლიციელებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. პარიზული კლუბის ფეხბურთელი განყოფილებაში გადაიყვანეს, იქ კი გაბრაზებული პოლიციელს ფიზიკურად გაუსწორდა.

სასამართლოზე ორიე აცხადებდა, რომ ის "სამართალდამცველთა აგრესიული ქმედების შედეგად დაზარალებული მხარე" იყო, თუმცა მოსამართლემ მაინც პოლიციელის მხარე დაიჭირა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული