ზლატან იბრაჰიმოვიჩმა და ადრიენ რაბიომ ვარჯიშზე ისევ იჩხუბეს

AutoSharing Option
ფრანგული პსჟ-ის ფეხბურთელებმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა და ადრიენ რაბიომ გუნდის ვარჯიშზე ერთმანეთში ისევ იკამათეს.

L'Equipe-ის ინფორმაციით, ადრიენი ზლატანს აბრაზებდა, რომელიც, თავდაპირველად, პარტნიორს აიგნორებდა, შემდეგ კი მწყობრიდან გამოვიდა, რაც ჩხუბში გადაიზარდა. ფეხბურთელები გუნდის კაპიტანმა ტიაგო სილვამ გააშველა.

შეგახსენებთ, რომ იბრაჰიმოვიჩსა და რაბიოს შორის ეს პირველი კონფლიქტი არაა - ფეხბურთელებმა 2015 წლის ზაფხულში აშშ-ში გამართულ ტურნეზეც წაიკამათეს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეტყობა ვერ აჩმორებს რაბიოს სხვებივით და ის აქეთ ცდილობს მიაჩმოროს ზლატანი და ეკაიფება)))
ტყეშელაანთ გიჟი
09:30 29-04-2016
0

სიახლეები პოპულარული