"პარი სენ-ჟერმენი" მარკო ვერატისთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს

AutoSharing Option
"პარი სენ-ჟერმენი" აპირებს, ახალი კონტრაქტი გააფორმოს ნახევარმცველ მარკო ვერატისთან, მიუხედავად იმისა, რომ ამ უკანასკნელთან ახალი შეთანხმება სულ რაღაც ორი თვის წინ დადო. ამ ინფორმაციას L’Équipe ავრცელებს.

წინა ჯერზე პარიზული კლუბის მესვეურებმა იტალიელს ანაზღაურება გაუზარდეს, კონტრაქტის ვადა კი უცვლელი დატოვეს. ახალი გეგმის თანახმად, უახლოეს ხანში ფეხბურთელმა შეთანხმება კლუბთან კიდევ ერთი სეზონით - 2021 წლამდე უნდა გაახანგრძლივოს.

პსჟ-ს ამ ნაბიჯის გადადგმისკენ ვერატით "ბარსელონასა" და "რეალის" სერიოზულმა დაინტერესებამ უბიძგა. ჰავბეკი მზადაა, დარჩეს ფრანგულ გუნდში და ერთ დღეს მისი კაპიტნის სამკლავურიც მოირგოს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული