"ლიონის" ფანებმა "ქაღალდის აპოკალიფსური შტორმით" "ნიცასთან" მატჩი შეწყვიტეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
15 აპრილს საფრანგეთის ლიგა 1-ის 34-ე ტური ერთი მატჩით გაიხსნა, რომელშიც "ლიონმა" "ნიცას" უმასპინძლა და ფრეს დასჯერდა - 1:1.

თამაშის მიმდინარეობისას მასპინძელი გუნდის ქომაგებმა "ქაღალდის აპოკალიფსური შტორმი" მოაწყვეს, რის გამოც შეხვედრა გარკვეული დროით შეწყდა. სტადიონის გაზონი გაზეთებით, ტუალეტის ქაღალდითა და ქვითრის ლენტებით გადათერთდა.

მსაჯი იძულებული გახდა 71-ე წუთისთვის გარკვეული ხნით მატჩის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიეღო. გაზონის ნაგვისგან გასაწმენდად კი სტადიონის პერსონალს ცოცხებისა და მტვერსასრუტების გამოყენება დასჭირდა.

რაც შეეხემა თამაშის სპორტულ მხარეს, მე-17 წუთზე სტუმრები ვალერ ჟერმენმა დააწინაურა. 25-ე წუთიდან, მაქსველ კორნეს
გაძევებისთვის 10 კაცით მოთამაშე "ლიონმა" გათანაბრება თამაშის მიწურულს, ალეკსანდრ ლაკაზეტის გოლით (82) მოახერხა.

"ლიონი" 56 ქულით ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილში მეორეა, ლიდერ პსჟ-ს 27 ქულით ჩამორჩება. "ნიცას" აქტივში 54 ქულაა და მეოთხე პოზიციაზეა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული